Wednesday, June 13, 2018


 

სასწავლო
პროექტის სახელწოდება
„დემოკრატია და ჩვენ!“
პროექტის ხანგრძლივობა

3 თვე (2017  თებერვალი-მარტი-აპრილი)

ადგილი, სადაც განხორციელდა პროექტი
სსიპ სჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სარეკის საჯარო სკოლა

ინფორმაცია პროექტში ჩართული ჯგუფის შესახებ


სამოქალაქო განათლების მასწავლებელი: ლელა გელაშვილი

კლასი:  X

პროექტის აღწერა
მოსწავლეთა  დემოკრატიულად აღზრდას უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია სკოლის  და საზოგადოების ცხოვრებაში. თუ მოსწავლეები თავიდანვე მიიღებენ ცოდნას დემოკრატიულ და არა დემოკრატიულ პრინციპებზე, გააცნობიერებენ დემოკრატიის არსს და მნიშვნელობაგაგებით მოეკიდებიან  საკუთარ და სხვის უფლებებს, პასუხისმგებლობას,  მაშინ ისინი ადვილად დაძლევენ ყველა იმ პრობლემას რომელიც  სზოგადოებასა და სახელმწიფოში არსებობს. შეძლებენ  საკუთარი და სხვისი უფლებების  დაცვას, მიიღებენ სამართლიან გადაწყვეტილებებს. პროექტში ჩართული და დაინტერესებული მოსწავლეები  მარტივად აითვისებენ  დემოკრატიულ  და არადემოკრატიულ საკითხებთან დაკავშირებულ პრობლემებს და შეძლებენ ამ პრობლემების მოგვარებას .






პროექტის მიზანი

·        მოსწავლეებისათვის საბაზისო ცოდნის მიწოდება  დემოკრატიაზე
·         მოსწავლეებისათვის კონსტიტუციით გათვალისწინებული  საკუთარი და სხვისი უფლებებისა და პასუხისმგებლობის გაცნობიერება
·        მოსწავლებისათვის დემოკრატიის მნიშვნელობის გაცნობიერება საზოგადოების განვითარებისათვის
·        მოსწავლეებისათვის დემოკრატიულ საზოგადოებაში გამოსაყენებელი უნარ-ჩვევების გამომუშავება და ნასწავლის ცხოვრებაში გამოყენების შესაძლებლობის მიცემა.
- პროექტში ჩართული მოსწავლეთა 70 % მიიღებს ცოდნას დემოკრატიაზე.

პროექტის ამოცანები

·        წინამოსამზადებელი სამუშაოები
·         საინფორმაციო კამპანია
·         ლექციის ჩატარება  სამოქალაქო განათლების მასწავლებლის მიერ- კონსტიტუციის გაცნობა
·        შეხვედრა საკრებულიში
·        სხდომაზე დასწრება
·        იმიტირებული სხდომის გამართვა
·        ფილმის ჩვენება და დისკუსია
·        პროექტის შეჯამება -შეფასება
·        პროექტის მონიტორინგი და შეფასება
·        პროექტის პრეზენტაცია


მოსალოდნელი შედეგები



·        მოსწავლეები მიიღებენს ცოდნას
დემოკრატიული და არადემოკრატიული საკითხებისადმი
·         შეძლებენ  კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლებებისა და პასუხისმგებლობის გაცნობიერებას და ნასწავლს გამოიყებებენ ცხოვრებაში





განხორციელების გზები

·          სამუშაო ჯგუფების შექმნა
·         ლექცია -სემინარის ჩატარება- სამოქალაქო განათლების მასწავლებლის მიერ
·        ფილმის ჩვენება დემოკრატიაზე  და დისკუსიის მოწყობა
·         დავალებების გადანაწილება ჯგუფებში
I  -ჯგუფი- ინფორმაციის მოძიება დემოკრატიაზე,  დემოკრატიულ იქვეყნების მაგალითზე დაყრდნობით
II ჯგუფი-  არადემოკრატიულ სახელმიფოებში არებული პრიბლემების მოძიება
III ჯგუფი- დემოკრატია წარსულში-ათენი
IV ჯგუფი- ფილმების მოძიება,სადისკუსიო კითხვების შედგენა, საკრებულოში შეხვედრის დაგეგვმა და სხდომაზე დასწრება
·        პროექტის მიმდინარეობისა და პროდუქტის  შეფასების კრიტერიუმების  შედგენა
·        პროექტის შეჯამება-პრეზენტაცია


რისკ-ფაქტორები
·        ტექნიკური პრობლემები
·        საკრებულიში შეხვედრის გადადება.





პროექტის დეტალური აღწერა, მიმდინარეობა და მონიტორინგი


   მას შემდეგ რაც მოსწავლეებმა სამუშაოები გადაინაწილეს, ყველა ჯგუფი აქტიურად ჩაერთო და  გულმოდგინებით შეუდგა მათზე დაკისრებული მოვალეობის შესრულებას. მუშაობდენ ინფორმაციის მოძიებაზე დემოკრატია წარსულში და ახლა,მსჯელობდენ ტოტალიტარულ სახელმწიფოებში არსებულ პრობლემებზე,   დროდადრო აჯამებდენ შესრულებულ სამუშაოს მსჯელობდენ და მართავდენ დისკუსიას.
მოაწყვეს საკრებულოში   შეხვედრა, დასწრენ საკრებულოს სხდომას და იგივე დარბაზში გაიმართა იმიტირებული სხდომა. მოსწყვეს ფილმების ჩვენება და განხილვა, მოაწყვეს დისკუსია. დროდადრო ითვალისწინებდენ მასწავლებლის რეკომენდაციებს და  რჩევებს, რომელიც მონიტორინგს უწევდა მათ მუშაობას.მასწავლებლების პარალელურად ჯგუფის ლიდრეებიც უწევდენ მონიტოპინგს  პროექტის მსვლელობას და  განხორციელებას.
  ბოლოს მოეწყო პროექტის პრეზენტაცია, მათ საინტერესოდ წარმოადგინეს  სლაიდ შოუ დემოკრატიაზე : „დემოკრატია და ჩვენ!“. პროექტის განხორციელების დროს მოსწავლეები იყვნენ მოტივირებული, აქტიურად ჩართული მუშაობაში,  სასწავლო პროექტით გათვალისწინებული შედეგები დეტალურად  იყო გაწერილი და შეესაბამებოდა მიზანს.          


საჭირო რესურსი
კომპიუტერი, დისკი, პროექტორი, მარკერები, სახატავი ფურცლები, ქსეროქსი,  კონსტიტუცია, დეკლარაცია და სამოქალაქო განათლების სახელმძღვანელო


პასუსისმგებელი პირი

ლელა გელაშვილი-სამოქალაქო განათლების პედაგოგი

ელ-ფოსტა





                   სასწავლო პროექტის „დემოკრატია და ჩვენ!“

                                       რეფლექსია
        სსიპ საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სარეკის საჯარო სკოლაში განხორციელდა სასაწავლო პროექტი „დემოკრატია და ჩვენ!“  პროექტში ჩართული იყვნენ სკოლის X  კლასის მოსწავლეები,  სამოქალაქო განათლების მასწავლებელი: ლელა გელაშვილი
  პროექტის თემა(დემოკრატია) აქტუალურია,  მასში ზედმიწევნით და დამაჯერებლად არის აღწერილი პრობლემა, პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს თითოეულ მოსწავლეს აიმაღლოს ცოდნა თემის/ საკითხის ირგვლივ და გამოიმუშაოს გარკვეული უნარ-ჩვევები  შესწავლილ თემასთან მიმართებაში.
 პროექტის მიზანი ნათელი და კონკრეტულია, იგი სრულიად შეესაბამება პროექტის აქტუალურობას და ეროვნულ სასწავლო გეგმას. მოსალოდნელი  შედეგი სრულად შეესაბამება მიზანს.
  პროექრის ფარგლებში აღწერილი საქმიანობები, აქტივობები დეტალურად არის წარმოდგენილი და ხელს უწყობს დასახული შედეგის მიღწევას.
პროექტში მონაწილე მოსწავლეთა ცოდნა, ასაკი და გამოცდილება პროექტით დასახული მიზნებისა და დაგეგმილი შედეგების მისაღწევად სრულიად შესაბამისია. გათვალისწინებულია მოსწავლეთა ინტერესები და საჭიროებები.
პროექტის გეგმაში დეტალურადაა გაწერილი პროექტის მონიტორინგისა და შეფასების სტრატეგია და პროექტის წარმატების გასაზომი კრიტერიუმები, რომელიც პროექტის შეფასების საშუალებას იძლევა.
მოსწავლეები იყვნენ მოტივირებულნი და აქტიურად  ჩართულნი როგორც პროექტის იდეის განვითარებაში, ასევე პროექტის დაგეგვმის, განხორციელების, მონიტორინგისა და შეფასების პროცესში.
პროექტის გეგმაში დაცულია ფორმატი და  თანმიმდევრულობა.



რეფლექსიის კითხვები:
კითხვები
პასუხი

1.      მოხერხდა თუ არა დასახული მიზნების მიღწევა
დაიახ

2.      რომელი აქტივობები წარიმართა გეგმის შესაბამისად? რომელი ვერ განხორციელდა და რატომ?
ყველა აქტივობა გეგმის შესაბამისად წარიმართა. ყველა განვახორციელთ

3.      რომელი კომპონენტში იყო პროექტი ყველაზე წარმატებულიდა რატომ?

ფილმის ჩვენება და დისკუსია, საკრებულოს სხდომაზე დასწრება, იმიტირებული სხდომა

4.      რა სარგებელი მიიღეს პროექტის მონაწილეებმა?
აიმაღლეს ცოდნა  დემოკრატიულ საკითხებზე, გააცნობიერეს დემოკრატიის არსი და მნიშვნელობა საზოგადოების განვითარებისათვის

5.      რა საჭიროებს გაუმჯობესებას და რატომ?
უჭირთ საკუთარი აზრის დაფიქსირება, შებოჭილები არიან , მეტი თავისუფლება ჭირდებათ

6.      მოხდა თუ არა პროექტის განხორციელების პროცესში აქტივობების დამატება და /ან მოდიფიცირება და რატომ?
არა. ყველა რაც დაგეგმილი იყო განვახორციელეთ

7.      რას გაითვალისწინებ მომავალში მსგავს პროექტზე მუშაობისას?


გავითვალისწინებ ისეთი აქტივობები დავგეგმო რომ  ყველა მოსწავლის საჭოროება გავითვალისწინო, ან ჩავანაცვლო სახალისო აქტივობებით.



-


No comments:

Post a Comment