Wednesday, June 13, 2018



პროექტის სახელწოდება:
                     „ვიცხოვროთ ჯანსაღ გარემოში“
პროექტის ხანგრძლივობა: 2თვე (10 ოქტომბერი-15 დეკემბერი)
ადგილი, სადაც განხორციელდა პროექტი: სსიპ საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სარეკის საჯარო სკოლა
ინფორმაცია პროექტში ჩართული ჯგუფის შესახებ:
კლასი: IX-X
სამოქალაქო განათლების მასწავლებელი: ლელა გელაშვილი
დაწყებითების მასწავლებელი(ესთეტიკური საგნები): მარინა წერეთელი
სკოლის დირექცია
ადგილობრივი თვითმმართველობა.
ადგილობრივი მედია, ტელეკომპანია „იმერვიზია“
პროექტის აღწერა:  ჯანსაღ გარემოში, ჯანსაღი თაობის აღზრდას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია სკოლის ცხოვრებაში,ჯანმრთელობა დაკავშირებულია მოზარდის ფიზიკურ და გონებრივ აღზრდასთან, თუ მოსწავლეები თავიდანვე გაგებით მოეკიდებიან იმ გარემოებას თუ რა ზეგავლენას ახდენს  დაბინძურებული გარემო ჰაერზე, წყალზე, ბუნებასა და ადამიანის ჯანმრთელობაზე, მაშინ ისინი ადვილად დაძლევენ საზოგადოებაში არსებულ ეკოლოგიურ  პრობლემებს, გარემოს დაბინძურებასთან  დაკავშირებით. პროექტში ჩართული მოსწავლეები გამოიმუშავებენ ბუბების დაცვის, მოვლა-პატრონობის, გარემოს გამწვანების და დასუფთავების უნარებს,მიეჩვევიან საზოგადოებრივად სასარგებლო საქმის კეთებას,  შეისწავლინ პრობლემებს  და იზრუნებენ პრობლემის გადაჭრის  ალტერნატიულ გზებზე.

პროექტის მიზანი:
·        დაბინძურებული გარემოს მავნებლობის შესახებ ცოდნის მიწოდება
·        მოსწავლეთა ჩართვა დაბინძურებული გარემოს დასუფთავებისა და გამწვანების აქციაში
·        მოსწავლეთა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება გაუფრთხილდნენ -არ დაანაგიანონ ბუნება და აკეთონ საზოგადოებრივად სასარგებლო საქმე
·        -პროექტში ჩართული მოსწავლეთა 80 % მიიღებს ცოდნას არ დაანაგვიანოს ბუნება.

პროექტის ამოცანები:
·        წინამოსამზადებელი სამუშაოები
·        საინფორმაციო კამპანია
·        ფილმის ჩვენება
·        შეხვედრების დაგეგვმა
·        დასუფთავების აქცია, ნაგვის ბუნკერების დადგმა
·        გამწვანების აქცია
·        პროექტის შეჯამება-შეფასება
მოსალოდნელი შედეგები:
·        მოსწავლეები მიიღებენ ცოდნას დაბინძურებული გარემოს მავნებლობის შესახებ
·        მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვებიან დაბინძურებული გარემოს დასუფთავებისა და გამწვანების აქციაში
·        მოსწავლეები შეძლებენ დაიცვან , არ დაანაგვიანონ ბუნება და აკეთონ საზოგადოებრივად სასარგებლო საქმე
განსახორციელებელი გზები:
·        სამუშაო ჯგუფების შექმნა
·        ლექციის ჩატარება ეკოლოგიურ საკითხებსა და პრობლემებზე სამოქალაქო განათლებისა და სპორტის მასწავლებელთან ერთად
·        ფილმის „ადამიანი რომელიც ხეებს რგავდა“ ჩვენება და დისკუსია
·        დავალებების გადანაწილება ჯგუფებში
1 ჯგუფი-საორგანიზაიო საკითხების მოგვარება, შეხვედრების დაგეგვმა ადგილობრივ თვითმმართველობის წარმომადგენელთან, სანაგვე ურნებისა და ნერგების მოთხოვნა
2 ჯგუფი -საინფორმაციო კამპანია, კედლის გაზეთის გამოშვება, თანამშრომლობა სკოლის დირექციასთან და  დასუფთავებისთვის საჭირო ინვენტარის მოთხოვნა(ხელთათმანები, პარკები)
3 ჯგუფი- სოფლის დაბინძურებული მონაკვეთის შესწავლა და დასუფთავების და გამწვანების  აქციის დაგეგვმა და მოწყობა(პროექტში ჩართული ყველა მოსწავლე)
·        პროექტის შეჯამება-პრეზენტაცია

რისკ-ფაქტორები:
·        შეხვედრების გდადაება
·        დასუფთავების აქციის გადადება უამინდობის გამო

პროექტის დეტალური აღწერა და მიმდინარეობა:
მას შემდეგ რაც მოსწავლეებმა სამუშაოები გადაინაწილეს, ყველა ჯგუფი გულმოდგინებით შეუდგა მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებას, მუშაობდნენ ინფორმაციის მოძიებაზე, კედლის გაზეთის გამოშვებასა და აქციების მოწყობაზე. დროდადრო აჯამებდნენ შესრულებულ სამუშაოს მსჯელობდნენ და მართაბდნენ დისკუსიას.
საინტერესო იყო შეხვედრა ადგილობრივ თვითმმართველობის წარმომადგენლებთან და მერთან. მოსწავლეებმა შეისწავლეს სოფლის დაბინძურებული და დანაგვიანებული მონაკვეთი და დაიგეგმა დასუფთავების აქცია და ნაგვის ბუნკერების დადგმა. დროდადრო ითვალისწინებდნენ  ისინი მასწავლებლების რჩევებს ( მარინა წერეთელი, რომელიც მოსწავლეებს თვითმმართველობის წარმომადგენლებთან   ურთიერთობაში ეხმარებოდა).პროექტში აქტიურად იყო ჩართული სარეკის საჯარო სკოლის დირექცია
ბოლოს მოეწყო პროექტის პრეზენტაცია. პროექტის მიმდინარეობა და აქტივობების განხორციელება გააშუქა ტელეკომპანია „იმერვიზიამ“, საიმფორმაციო გადაცემა ეთერში გავიდა 15 დეკემბერს 19 საათზე.


                   სასწავლო პროექტის „ვიცხოვროთ ჯანსაღ გარემოში“

                                       რეფლექსია
        სსიპ საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სარეკის საჯარო სკოლაში განხორციელდა სასაწავლო პროექტი „ვიცხოვროთ ჯანსაღ გარემოში“ პროექტში ჩართული იყვნენ სკოლის IX- X  კლასის მოსწავლეები,  სამოქალაქო განათლების მასწავლებელი: ლელა გელაშვილი, სპორტის მასწავლებელი: მარინა წერეთელი, სკოლის დირექცია, ადგილობრივი თვითმმართველობა და ადგილობრივი მედია ტელეკომპანია „იმერვიზია“
  პროექტის თემა(ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია) აქტუალურია,  მასში ზედმიწევნით და დამაჯერებლად არის აღწერილი პრობლემა, პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს თითოეულ მოსწავლეს აიმაღლოს ცოდნა თემის/ საკითხის ირგვლივ და გამოიმუშაოს გარკვეული უნარ-ჩვევები  შესწავლილ თემასთან მიმართებაში.
 პროექტის მიზანი ნათელი და კონკრეტულია, იგი სრულიად შეესაბამება პროექტის აქტუალურობას და ეროვნულ სასწავლო გეგმას. მოსალოდნელი  შედეგი სრულად შეესაბამება მიზანს.
  პროექრის ფარგლებში აღწერილი საქმიანობები, აქტივობები დეტალურად არის წარმოდგენილი და ხელს უწყობს დასახული შედეგის მიღწევას.
პროექტში მონაწილე მოსწავლეთა ცოდნა, ასაკი და გამოცდილება პროექტით დასახული მიზნებისა და დაგეგმილი შედეგების მისაღწევად სრულიად შესაბამისია. გათვალისწინებულია მოსწავლეთა ინტერესები და საჭიროებები.
პროექტის გეგმაში დეტალურადაა გაწერილი პროექტის მონიტორინგისა და შეფასების სტრატეგია და პროექტის წარმატების გასაზომი კრიტერიუმები, რომელიც პროექტის შეფასების საშუალებას იძლევა.
მოსწავლეები იყვნენ მოტივირებულნი და აქტიურად  ჩართულნი როგორც პროექტის იდეის განვითარებაში, ასევე პროექტის დაგეგვმის, განხორციელების, მონიტორინგისა და შეფასების პროცესში.
პროექტის გეგმაში დაცულია ფორმატი და  თანმიმდევრულობა.



რეფლექსიის კითხვები:
კითხვები
პასუხი

1.      მოხერხდა თუ არა დასახული მიზნების მიღწევა
დაიახ

2.      რომელი აქტივობები წარიმართა გეგმის შესაბამისად? რომელი ვერ განხორციელდა და რატომ?
ყველა აქტივობა გეგმის შესაბამისად წარიმართა. ყველა განვახორციელთ

3.      რომელი კომპონენტში იყო პროექტი ყველაზე წარმატებულიდა რატომ?

დასუფთავების აქციის მოწყობა, შეხვედრა მერთან და თვითმმარტთველობის წარმომადგენლებთან

4.      რა სარგებელი მიიღეს პროექტის მონაწილეებმა?
აიმაღლეს ცოდნა დაბინძურებული გარემოს მავნებლობაზე და ბუნების დაცვისა და გაფრთხილების აუცილებლობაზე

5.      რა საჭიროებს გაუმჯობესებას და რატომ?
მოსწავლეები აქტიურად უნდა ჩავრთოთ საზოგადოებრივ საქმიანობებში და მივაჩვიოთ პასუხისმგებლობით მოეკიდონ მოვალეობებს

6.      მოხდა თუ არა პროექტის განხორციელების პროცესში აქტივობების დამატება და /ან მოდიფიცირება და რატომ?
არა. ყველა რაც დაგეგმილი იყო განვახორციელეთ

7.      რას გაითვალისწინებ მომავალში მსგავს პროექტზე მუშაობისას?


გავითვალისწინებ ყველა მოსწავლე აქტიურად ჩვრთო სხავადასხვა ტიპის აქტივობებში და ვასწავლო პრობლემების გადაჭრის ალტერნატიული გზების ძიება



-

No comments:

Post a Comment