Wednesday, June 13, 2018


 

სასწავლო
პროექტის სახელწოდება
„ჩვენ თანასწორნი ვართ!“
პროექტის ხანგრძლივობა

3 თვე (2016 ოქტომბერი-ნოემბერი-დეკემბერი)

ადგილი, სადაც განხორციელდა პროექტი
სსიპ სჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სარეკის საჯარო სკოლა

ინფორმაცია პროექტში ჩართული ჯგუფის შესახებ


სამოქალაქო განათლების მასწავლებელი: ლელა გელაშვილი

კლასი:  X

პროექტის აღწერა
მოსწავლეთა  დემოკრატიულად აღზრდას უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია სკოლის  და საზოგადოების ცხოვრებაში. თუ მოსწავლეები თავიდანვე მიიღებენ ცოდნას გენდერულ თანასწორობაზე, გაითავისებენ ქალისა და მამაკაცის თანაბარუფლებიანობას გაგებით მოეკიდებიან  საკუთარ და სხვის უფლებებს, პასუხისმგებლობას,  მაშინ ისინი ადვილად დაძლევენ ყველა იმ პრობლემას რომელიც  საზოგადოებაში არსებობს. შეძლებენ პარალელების გავლებას წარსულსა და თანამედროვეობაზე. პროექტში ჩართული და დაინტერესებული მოსწავლეები  მარტივად აითვისებენ გენდერულ საკითხებთან დაკავშირებულ პრობლემებს და შეძლებენ ამ პრობლემების მოგვარებას .






პროექტის მიზანი

·        მოსწავლეებისათვის საბაზისო ცოდნის მიწოდება გენდერულ თანასწორობაზე
·         მოსწავლეებისათვის საკუთარი და სხვისი უფლებებისა და პასუხისმგებლობის გაცნობიერება
·        მოსწავლეებისათვის  წარსულსა და თანამედროვეობაზე მსჯელობის უნარების გამომუშავება
·        მოსწავლეები შელებენ ქალისა და მამაკაცის თანასწორობის დაცვას, განასხვავებენ ერთმანეთისაგან სქესსა და გენდერს
- პროექტში ჩართული მოსწავლეთა 70 % მიიღებს ცოდნას გენდერული თანასწორობის შესახებ.

პროექტის ამოცანები

·        წინამოსამზადებელი სამუშაოები
·         საინფორმაციო კამპანია
·         კვლევის  ჩატარება
·        შეხვედრა იურისტებთან
·        ფილმის ჩვენება და დისკუსია
·        პროექტის შეჯამება -შეფასება
·        საინფორმაციო ბუკლეტების გავრცელება
·        პროექტის მონიტორინგი და შეფასება
·        პროექტის პრეზენტაცია


მოსალოდნელი შედეგები
·        მოსწავლეები მიიღებენ ცოდნას გენდერულ თანასწორობაზე
·         შეძლებენ  ქალისა და მამაკაცის უფლებების თანასწორობის დაცვას





განხორციელების გზები

·          სამუშაო ჯგუფების შექმნა
·         ლექცია -სემინარის ჩატარება- იურისტებთან შეხვედრა
·        ფილმის ჩვენება გენდერულ თანასორობაზე  და დისკუსიის მოწყობა
·         დავალებების გადანაწილება ჯგუფებში
I  -ჯგუფი- ინფორმაციის მოძიება  გენდერულ საკითხებზე
II ჯგუფი-  საინფორმაციო ბუკლეტების დამზადება და გავრცელება
III ჯგუფი- კვლევის ჩატარება სოფლის თემში
IV ჯგუფი- ფილმების მოძიება,სადისკუსიო კითხვების შედგენა,  შეხვედრების დაგეგვმა
·        პროექტის მიმდინარეობისა და პროდუქტის  შეფასების კრიტერიუმების  შედგენა
·        პროექტის შეჯამება-პრეზენტაცია


რისკ-ფაქტორები
·        ტექნიკური პრობლემები
·        იურისტებთან შეხვედრის გადადება










პროექტის დეტალური აღწერა, მიმდინარეობა და მონიტორინგი


   მას შემდეგ რაც მოსწავლეებმა სამუშაოები გადაინაწილეს, ყველა ჯგუფი აქტიურად ჩაერთო და  გულმოდგინებით შეუდგა მათზე დაკისრებული მოვალეობის შესრულებას. მუშაობდენ ინფორმაციის მოძიებაზე,  ბუკლეტების დამზადებაზე,  დროდადრო აჯამებდენ შესრულებულ სამუშაოს მსჯელობდენ და მართავდენნ დისკუსიას.
  საინტერესო იყო კვლევის  ჩატარება, მოსწავლეებმა გამოკითხვა ჩაატარეს  სოფლის თემში, დაადგინეს იზღუდება თუ  ადამიანების უფლებები სქესის მიხედვით.
მოაწყვეს იურისტებთან  შეხვედრა, გამართეს დისკუსია,მოსწყვეს ანიმაციური ფილმის „აუხდენელი ოცნება“ განხილვა და ქართული ფილმის „ნატვრის ხე“  განხილვა და მოაწყვეს დისკუსია. დროდადრო ითვალისწინებდენ მასწავლებლის რეკომენდაციებს და  რჩევებს, რომელიც მონიტორინგს უწევდა მათ მუშაობას.მასწავლებლების პარალელურად ჯგუფის ლიდრეებიც უწევდენ მონიტოპინგს  პროექტის მსვლელობას და  განხორციელებას.
  ბოლოს მოეწყო პროექტის პრეზენტაცია, მათ საინტერესოდ წარმოადგინეს სლაიდ  გენდერულ თანასორობაზე :ჩვენ თანასწორნი ვართ!“ . პრეზენტაცია წარუდგინეს VIII კლასელებს, იდეით “წინ წარმატებული მომავლისკენ!“ გაავრცელეს საინფორმაციო ბუკლეტები. პროექტის განხორციელების დროს მოსწავლეები იყვნენ მოტივირებული, აქტიურად ჩართული მუშაობაში,  სასწავლო პროექტით გათვალისწინებული შედეგები დეტალურად  იყო გაწერილი და შეესაბამებოდა მიზანს.

          


საჭირო რესურსი
კომპიუტერი, დისკი, პროექტორი, მარკერები, სახატავი ფურცლები, ქსეროქსი,  კონსტიტუცია, დეკლარაცია და სამოქალაქო განათლების სახელმძღვანელო


პასუსისმგებელი პირი

ლელა გელაშვილი-სამოქალაქო განათლების პედაგოგი

ელ-ფოსტა









                                        რეფლექსია

        სსიპ საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სარეკის საჯარო სკოლაში განხორციელდა სასაწავლო პროექტი „ჩვენ თანასწორნი ვართ!“  პროექტში ჩართული იყვნენ სკოლის X  კლასის მოსწავლეები,  სამოქალაქო განათლების მასწავლებელი: ლელა გელაშვილი
  პროექტის თემა(გენდერული თანასწორობა) აქტუალურია,  მასში ზედმიწევნით და დამაჯერებლად არის აღწერილი პრობლემა, პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს თითოეულ მოსწავლეს აიმაღლოს ცოდნა თემის/ საკითხის ირგვლივ და გამოიმუშაოს გარკვეული უნარ-ჩვევები  შესწავლილ თემასთან მიმართებაში.
 პროექტის მიზანი ნათელი და კონკრეტულია, იგი სრულიად შეესაბამება პროექტის აქტუალურობას და ეროვნულ სასწავლო გეგმას. მოსალოდნელი  შედეგი სრულად შეესაბამება მიზანს.
  პროექრის ფარგლებში აღწერილი საქმიანობები, აქტივობები დეტალურად არის წარმოდგენილი და ხელს უწყობს დასახული შედეგის მიღწევას.
პროექტში მონაწილე მოსწავლეთა ცოდნა, ასაკი და გამოცდილება პროექტით დასახული მიზნებისა და დაგეგმილი შედეგების მისაღწევად სრულიად შესაბამისია. გათვალისწინებულია მოსწავლეთა ინტერესები და საჭიროებები.
პროექტის გეგმაში დეტალურადაა გაწერილი პროექტის მონიტორინგისა და შეფასების სტრატეგია და პროექტის წარმატების გასაზომი კრიტერიუმები, რომელიც პროექტის შეფასების საშუალებას იძლევა.
მოსწავლეები იყვნენ მოტივირებულნი და აქტიურად  ჩართულნი როგორც პროექტის იდეის განვითარებაში, ასევე პროექტის დაგეგვმის, განხორციელების, მონიტორინგისა და შეფასების პროცესში.
პროექტის გეგმაში დაცულია ფორმატი და  თანმიმდევრულობა.



რეფლექსიის კითხვები:
კითხვები
პასუხი

1.      მოხერხდა თუ არა დასახული მიზნების მიღწევა
დაიახ

2.      რომელი აქტივობები წარიმართა გეგმის შესაბამისად? რომელი ვერ განხორციელდა და რატომ?
ყველა აქტივობა გეგმის შესაბამისად წარიმართა. ყველა განვახორციელთ

3.      რომელი კომპონენტში იყო პროექტი ყველაზე წარმატებულიდა რატომ?

ფილმის ჩვენება და დისკუსია, იურისთებთან შეხვედრა

4.      რა სარგებელი მიიღეს პროექტის მონაწილეებმა?
აიმაღლეს ცოდნა გენდერული თანასწორობის  შესახებ, გააცნობიერეს საკუთარი უფლებები და პასუხისმგებლობა

5.      რა საჭიროებს გაუმჯობესებას და რატომ?
უჭირთ საკუთარი აზრის დაფიქსირება, შებოჭილები არიან , მეტი თავისუფლება ჭირდებათ

6.      მოხდა თუ არა პროექტის განხორციელების პროცესში აქტივობების დამატება და /ან მოდიფიცირება და რატომ?
არა. ყველა რაც დაგეგმილი იყო განვახორციელეთ

7.      რას გაითვალისწინებ მომავალში მსგავს პროექტზე მუშაობისას?


გავითვალისწინებ ისეთი აქტივობები დავგეგმო რომ  ყველა მოსწავლის საჭოროება გავითვალისწინო, ან ჩავანაცვლო სახალისო აქტივობებით.



-


  

No comments:

Post a Comment