პროექტის სახელწოდება: „ჯანსაღი კვების ელჩი“
პროექტის ხანგრძლივობა: 1 თვე( 21 ნოემბერი-20 დეკემბერი 2017 წელი )
ადგილი, სადაც განხორციელდა პროექტი:სსიპ საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სარეკის საჯარო სკოლა
ინფორმაცია პროექტშიჩართული ჯგუფის შესახებ:
კლასი:V
კლასის დამრიგებელი ისტორია -სამოქალაქო განათლების
მასწავლებელი: ლელა
გელაშვილი
დაწყებითების მასწავლებელი: მარინა წერეთელი( საზოგადოებასთან და კლინიკასთან ურთიერთობის
ხელმძღვანელი)
საჩხერის რაიონული პოლიკლინიკა
პროექტის კოორდინატორი: ექიმი მირანდა ჯანხოთელი
პროქტის მონაწილე: ექიმი ნინო თოთაძე
პროექტის აღწერა: ჯანსაღი თაობის
აღზრდას განსაკუთრებული როლი უკავია სკოლის ცხოვრებაში, ჯანსაღი კვება და ჯანმრთელობა
დაკავშირებულია მოზარდის ფიზიკურ და გონებრივ აღზრდასთან, თუ მოსწავლეები პატარაობიდანვე
გაგებით მოეკიდებიან თუ რა მნიშვნრლობა აქვს ჯანსაღი საკვების მიღებას, ჰიგიენის დაცვას,
მაშინ ისინი ადვილად დაძლევენ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პორობლემებს.პროექტში ჩართული
ყველა მოსწავლე მარტივად აითვისებს ჯანსაღი საკვების მიღების აუცილებლობას და გამოიმუშავებს
ყველა საჭირო უნარს, რაც კვებას და ჰიგიენას ეხება.
პროექტის მიზანი:
·
მოსწავლეებისთვის ჯანსაღი კვების
აუცილებლობის შესახებ ცოდნის მიწოდება
·
მოსწავლეებისთვის ჰიგიენის წესების გაცნობა და ყოველდღიურ
ცხოვრებაში გამოყენების უნარების გამომუშავება
·
მოსწავლეებისათვის
ცოდნის მიწოდება ჯანსაღი და არა ჯანსაღი საკვების შესახებ
·
-პროექტში
ჩართული მოსწავლეთა 80% მიიღებს ცოდნას ჯანსაღი კვების შესახებ.
პროექტის ამოცანები:
·
წინამოსამზადებელი
სამუშაოები
·
საინფორმაციო
კამპანია
·
ტრანსპორტირება
·
პროექტის
კოორდინატორთან შეხვედრა
·
კლინიკაში
ვიზიტი
·
ლექციის
ჩატარება ჯანსაღ კვებაზე
·
ანიმაციური
ფილმების ჩვენება
·
სადილით
გამასპინძლება და საჩუქრები
·
პროექტის
შეჯამება, შეფასება
მოსალოდნელი შედეგები:
·
მოსწავლეები მიიღებენ ცოდნას ჯანსაღი კვების აუცილებლობის შესახებ
·
გაეცნობიან ჰიგიენის წესებს და მაქსიმალურად გამოიყენებენ ყოველდღიურ ცხოვრებაში
·
მოსწავლეები მიიღებენ
ცოდნას ჯანსაღი და არაჯანსაღი საკვების შესახებ
განხორციელების გზები:
·
სამუშაო ჯგუფის შექმნა
·
შეხვედრა პროექტის კოორდინატორთან
მირანდა ჯანხოთელთან და ინქორმაციის მიღება
პროექტში ჩართულობის შესახებ
·
ვიზიტი პოლიკლინიკაში
და მოსწავლეთა შემოწმება ექინ მასაჟისტის და სტომატოლოგის მიერ
·
ლექციის მოსმენა ჯანსაღ
კვებასა და ჰიგიენაზე( ექიმი ნინო თოთაძე)
·
ანიმაციური ფილმების
ჩვენება და დისკუსია , კითხვა -პასუხის გამართვა
·
სადილის მიღება და სუფრასთან
ქცევის წესებისა და ჰიგიენის დაცვა
·
პრანსპორტირება (დააფინანსა
მარინა წერეთელმა)
·
პროექტის პრეზენტაცია
რისკ-ფაქტორები:
·
ექიმთან შეხვედრის გადადება
·
ტექნიკური პრობლემები
პროექტის დეტალური აღწერა და მიმდინარეობა:
მას შემდეგ რაც შევხვით პროექტის კოორდინატორს
მირანდა ჯანხოთელს და ინფორმაცია მივიღეთ პროექტის
შესახებ , აქტიურად ჩავერთეთ მოსწავლეებთან და მშობლებთან ერთად პროექტში. მოსწავლეები
იყვნენ მოტივირებულნი, მათ მთელი რიგი წესების დაცვით გაიარეს საჩხერის რაიონულ პოლიკლინიკაში
ექიმბთან შემოწმება, მოისმინეს რჩევები,მშობლებმა მიიღეს ინფორმაცია ექიმებისგან, რომელი
ბავშვების ჯანმრთელობა იყო გასათვალისწინებელი და საჭიროებდა მედიკამენტზურ მკურნალობას.
კლინიკის საკონფერენციო დარბაზში მოისმინეს ლექცია და გაიმართა კითხვა-პასუხი, უყურეს
ანიმაციურ ფილმს და გაიმართა დისკუსია. ყველა მოსწავლე აქტიურად იყო ჩართული კამათში.
ბოლოს მოეწყო სადილი და მიიღეს საჩუქრები. დღემ საინტერესოდ ჩაიარა.
რეფლექსია
სსიპ საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სარეკის
საჯარო სკოლაში განხორციელდა სოციალური პროექტი
„ჯანსაღი კვების ელჩი“ პროექტში ჩართული იყვნენ სკოლის V კლასის მოსწავლეები, ისტორია-სამოქალაქო განათლების მასწავლებელი და
კლასის დამრიგებელი: ლელა გელაშვილი, დაწყებითი კლასების მასწავლებელი: მარინა წერეთელი
, რომელიც საზოგადოებასთან და კლინიკასთან ურთიერთობას ხელმძღვანელობდა, მანვე უზრუნველყო
მოსწავლეთა ტრანსპორტირება.
პროექტის თემა(ჯანსაღი კვება) აქტუალურია, მასში ზედმიწევნით და დამაჯერებლად არის აღწერილი
პრობლემა, პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს თითოეულ მოსწავლეს აიმაღლოს ცოდნა
თემის/ საკითხის ირგვლივ და გამოიმუშაოს გარკვეული უნარ-ჩვევები შესწავლილ თემასთან მიმართებაში.
პროექტის მიზანი ნათელი და კონკრეტულია, იგი სრულიად
შეესაბამება პროექტის აქტუალურობას , მოსალოდნელი
შედეგი სრულად შეესაბამება მიზანს.
პროექრის ფარგლებში აღწერილი საქმიანობები, აქტივობები
დეტალურად არის წარმოდგენილი და ხელს უწყობს დასახული შედეგის მიღწევას.
პროექტში მონაწილე
მოსწავლეთა ცოდნა, ასაკი და გამოცდილება პროექტით დასახული მიზნებისა და დაგეგმილი
შედეგების მისაღწევად სრულიად შესაბამისია. გათვალისწინებულია მოსწავლეთა ინტერესები
და საჭიროებები.
პროექტის გეგმაში
დეტალურადაა გაწერილი პროექტის მონიტორინგისა და შეფასების სტრატეგია და პროექტის წარმატების
გასაზომი კრიტერიუმები, რომელიც პროექტის შეფასების საშუალებას იძლევა.
მოსწავლეები იყვნენ მოტივირებულნი
და აქტიურად ჩართულნი როგორც პროექტის იდეის განვითარებაში,
ასევე პროექტის დაგეგვმის, განხორციელების, მონიტორინგისა და შეფასების პროცესში.
პროექტის გეგმაში
დაცულია ფორმატი და თანმიმდევრულობა.
რეფლექსიის კითხვები:
კითხვები
|
პასუხი
|
1.
მოხერხდა თუ არა დასახული
მიზნების მიღწევა
|
დიახ
|
2.
რომელი აქტივობები
წარიმართა გეგმის შესაბამისად? რომელი ვერ განხორციელდა და რატომ?
|
ყველა აქტივობა გეგმის შესაბამისად წარიმართა. ყველა
განვახორციელთ
|
3.
რომელი კომპონენტში
იყო პროექტი ყველაზე წარმატებულიდა რატომ?
|
პოლიკლინიკაში ექიმებთან შეხვედრა,მოსწავლეებმა ინფორმაცია
მიიღეს საკუთარი ჯანმრთელობის შესახებ
|
4. რა სარგებელი მიიღეს პროექტის
მონაწილეებმა?
|
აიმაღლეს ცოდნა ჯანსაღ კვებაზე და ჰიგიენის დაცვის
აუცილებლობაზე
|
5.
რა საჭიროებს გაუმჯობესებას
და რატომ?
|
მოსწავლეები აქტიურად უნდა ჩავრთოთ ანალოგიური ხასიათის პროექტებში და მივაჩვიოთ პასუხისმგებლობით
მოეკიდონ მოვალეობებს, დაიცვან წესები
|
6.
მოხდა თუ არა პროექტის
განხორციელების პროცესში აქტივობების დამატება და /ან მოდიფიცირება და რატომ?
|
არა. ყველა რაც დაგეგმილი იყო განვახორციელეთ
|
7.
რას გაითვალისწინებ
მომავალში მსგავს პროექტზე მუშაობისას?
|
გავითვალისწინებ ყველა მოსწავლე აქტიურად ჩვრთო სხავადასხვა
ტიპის აქტივობებში , მივაჩვიო თანამშრომლობას და საზოგადოებასთან ურთიერთობებს.
|
-
No comments:
Post a Comment