Friday, November 30, 2018

2018 წლის 1ოქტომბრიდან-30 ნოემბრის ჩათვლით სსიპ საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სარეკის სკოლაში განხორციელდა სასწავლო პროექტი "ჩვენ ვირჩევთ სიცოცხლეს"

                                                          სასწავლო პროექტი

პროექტის სახელწოდება
ჩვენ ვირჩევთ სიცოცხლეს
პროექტის ხანგრძლივობა

2 თვე 2018  წელი 1ოქტომბერი-30 ნოემბერი)

ადგილი, სადაც განხორციელდა პროექტი
სსიპ სჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სარეკის საჯარო სკოლა

ინფორმაცია პროექტში ჩართული ჯგუფის შესახებ


 სამოქალაქო განათლების მასწავლებელი: ლელა გელაშვილი
სპორტის  მასწავლებელი: ნინო კოპაძე
კლასი: VIII-IX-X

პროექტის აღწერა
ჯანსაღი თაობის აღზრდას უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია სკოლის ცხოვრებაში, ჯანმრთელობა დაკავშირებულია მოზარდის ფიზიკურ და გონებრივ აღზრდასთან, თუ მოსწავლეები თავიდანვე გაგებით მოეკიდებიან , რა ზიანის მოტანა შეუძლია ნარკოტიკს, მის გავრცელაებას და მასზე დამოკიდებულებას, გაითავისებენ როგორ ვებრძოლოთ და  ავიცილოთ თავიდან  ნარკოტიკით გამოწვეული პრობლემები, მაშინ ისინი ადვილად დაძლევენ ყველა იმ წინააღმდეგობას რომელიც ნარკომანიასთან  დაკავშირებით შეიძლება წარმოიქმნას.პროექტში ჩართული და დაინტერესებული მოსწავლეები  მარტივად აითვისებენ ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდებს და კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.პოპულარიზაციას გაუწევენ ჯანაღ ცხოვრებას.






პროექტის მიზანი

·        მოსწავლეებისათვის ნარკომანიის, როგორც დაავადების  შესახებ საბაზისო ცოდნის მიწოდება
·         მოსწავლეთა ჩართვა ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის  საინფორმაციო კამპანიაში.
·        მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება
·        პრევენციული ღონისძიებების გაცნობა
·        ნარკოტიკების მოხმარებასა და გავრცელებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო აქტების გაცნობა
- პროექტში ჩართული მოსწავლეთა 70 % მიიღებს ცოდნას ნარკომანიის შესახებ.

პროექტის ამოცანები

·        წინამოსამზადებელი სამუშაოები
·         საინფორმაციო კამპანია
·        ლევან კოღუასვილის ფილმის  „ქუჩის დღეები“ჩვენება და დისკუსია
·        ლექცია ბიოლოგიისა და სამოქალაქო მასწავლებელთან ერთად
·        სპორტული ღონისძიების გამართვა სპორტის მასწავლებეთან ერთად
·        პროექტის შეჯამება -შეფასება

·        საინფორმაციო ბუკლეტების გავრცელება
·        პროექტის მონიტორინგი და შეფასება
·        პროექტის პრეზენტაცია


მოსალოდნელი შედეგები
·        მოსწავლეები მიიღებენ ცოდნას ნარკომანიის, როგორც დაავადების შესახებ
·         შეძლებენ  გაითავისონ ნარკომანიით  გამოწვეული პრბლემები და იბრძოლებენ მის თავიდან აცილების გზებზე





განხორციელების გზები

·          სამუშაო ჯგუფების შექმნა
·         ლექცია -სემინარის ჩატარება-ბიოლოგიის, სპორტის და სამოქალაქო განათლების  მასწავლებელთან  ერთად
·         ფილმის ჩვენება    და დისკუსიის მოწყობა
·         დავალებების გადანაწილება ჯგუფებში
I  -ჯგუფი- ინფორმაციის მოძიება ნაკომანიაზე და პრეზენტაციის მომზადება
II ჯგუფი-  ბუკლეტების დამზადება და გავრცელება
III ჯგუფი- სპორტული ღონისძიების მოწყობა „სიცოცხლე მშვენიერია“

·        პროექტის მიმდინარეობისა და პროდუქტის  შეფასების კრიტერიუმების  შედგენა
·        პროექტის შეჯამება-პრეზენტაცია



რისკ-ფაქტორები
·        ტექნიკური პრობლემები
·        სპორტული ღონისძიების გადადება უამინდობის გამოგადადება უამინდობის გამო










პროექტის დეტალური აღწერა, მიმდინარეობა და მონიტორინგი


   მას შემდეგ რაც მოსწავლეებმა სამუშაოები გადაინაწილეს, ყველა ჯგუფი აქტიურად ჩაერთო და  გულმოდგინებით შეუდგა მათზე დაკისრებული მოვალეობის შესრულებას. მუშაობდენ ინფორმაციის მოძიებაზე,   ბუკლეტების დამზადებაზე, სპორტული ღონისძიების მოწყობაზე. დროდადრო აჯამებდენ შესრულებულ სამუშაოს მსჯელობდენ და მართავდენ დისკუსიას.
მოაწყვეს ბიოლოგიის მასწავლებელთან შეხვედრა და მოისმინეს საინტერესო ლექცია მარკომანიის მავნებლობის შესახებ. დროდადრო ითვალისწინებდენ მასწავლებლის რეკომენდაციებს და  რჩევებს, რომელიც მონიტორინგს უწევდა მათ მუშაობას.მასწავლებლების პარალელურად ჯგუფის ლიდრეებიც უწევდენ მონიტორინგს  პროექტის მსვლელობას და  განხორციელებას.მოეწყო სპორტული ღონისძიება შეჯიბრება მოკლე მანძილზე სირბილში, შეჯიბრება კალათბურთში და შეჯიბრება მკლავჭიდში, დღემ საინტერესოდ ჩაიარა
  ბოლოს მოეწყო პროექტის პრეზენტაცია, მათ საინტერესოდ წარმოადგინეს სლაიდ შოუ ნარკომანიის, როგორც დაავადების  შესახებ, როგორ ხდება მასზე დამოკიდებულება და მიმბაძველობა.ყურადღება გაამახვილეს კანონმდებლობით გათვალისწინებულ საკითხებზე, რომელიც ებრძვის ნარკომანიას, ბოლოს მოეწყო საინფორმაციო ბუკლეტების გავრცელება.
პროექტის განხორციელების დროს მოსწავლეები იყვნენ მოტივირებული, აქტიურად ჩართული მუშაობაში, პროექტით გათვალისწინებული შედეგები დეტალურად  იყო გაწერილი და შეესაბამებოდა მიზანს.

          


საჭირო რესურსი
კომპიუტერი, დისკი, პროექტორი, მარკერები, სახატავი ფურცლები, ქსეროქსი, მეცნიერების ენციკლობედია, ბიოლოგიის და სამოქალაქო განათლების სახელმძღვანელო


პასუსისმგებელი პირი

ლელა გელაშვილი-სამოქალაქო განათლების პედაგოგი
ნინო კოპაძე- სპორტის მასწავლებელი
ელ-ფოსტა

Ninokopadze1972@gmail.com.




























                          პროექტის „ჩვენ ვირჩევთ სიცოცხლეს“
                                       რეფლექსია
        სსიპ საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სარეკის საჯარო სკოლაში განხორციელდა სასაწავლო პროექტი „ჩვენ ვირჩევთ სიცოცხლეს“,  პროექტში ჩართული იყვნენ სკოლის VIII-IX -X კლასის მოსწავლეები,  სამოქალაქო განათლებისა და სპორტის მასწავლებელი.
  პროექტის თემა(ნარკომანია) აქტუალურია , მასში ზედმიწევნით და დამაჯერებლად არის აღწერილი პრობლემა, პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს თითოეულ მოსწავლეს აიმაღლოს ცოდნა თემის/ საკითხის ირგვლივ და გამოიმუშაოს გარკვეული უნარ-ჩვევები  შესწავლილ თემასთან მიმართებაში.
 პროექტის მიზანი ნათელი და კონკრეტულია, იგი სრულიად შეესაბამება პროექტის აქტუალურობას და ეროვნულ სასწავლო გეგმას. მოსალოდნელი  შედეგი სრულად შეესაბამება მიზანს.
  პროექრის ფარგლებში აღწერილი საქმიანობები, აქტივობები დეტალურად არის წარმოდგენილი და ხელს უწყობს დასახული შედეგის მიღწევას.
პროექტში მონაწილე მოსწავლეთა ცოდნა, ასაკი და გამოცდილება პროექტით დასახული მიზნებისა და დაგეგმილი შედეგების მისაღწევად სრულიად შესაბამისია. გათვალისწინებულია მოსწავლეთა ინტერესები და საჭიროებები.
პროექტის გეგმაში დეტალურადაა გაწერილი პროექტის მონიტორინგისა და შეფასების სტრატეგია და პროექტის წარმატების გასაზომი კრიტერიუმები, რომელიც პროექტის შეფასების საშუალებას იძლევა.
მოსწავლეები იყვნენ მოტივირებულნი და აქტიურად  ჩართულნი როგორც პროექტის იდეის განვითარებაში, ასევე პროექტის დაგეგვმის, განხორციელების, მონიტორინგისა და შეფასების პროცესში.
პროექტის განხორციელების დროს მოსწავლეები იყვნენენ მოტივირებულნი და აქტიურად ჩართულნი. საინტერესო იყო მათ მიერ წარმოდგენილი სლაიდ შოუ ნარკომანიის მავნებლობაზე, დიდი ინტერესი გამოიწვია რეჟისორ ლევან კოღუაშვილის ფილმის :ქუჩის დღეები“ ჩვენებამ და დისკუსიამ, ყველაზე საინტერესი კი სპორტული ღონისძიება იყო, მოსწავლეები იყვნენ აჟიტირებულნი, მათ სათანადოდ გაუწიეს ჯანსაღ ცხოვრებას პოპულარიზაცია, ბოლოს მოეწყო ბუკლეტების გავრცელება. პროექტის გეგმით განსაზღვრული ყველა აქტივობა განხორციელდა. პროექტის მიმდინარეობის დროს იყო ხარვეზებიც, რასაც გავითვალისწინებთ მომავალში.
პროექტის გეგმაში დაცულია ფორმატი და  თანმიმდევრულობა.



რეფლექსიის კითხვები:
კითხვები
პასუხი

1.      მოხერხდა თუ არა დასახული მიზნების მიღწევა
დაიახ

2.      რომელი აქტივობები წარიმართა გეგმის შესაბამისად? რომელი ვერ განხორციელდა და რატომ?
ყველა აქტივობა გეგმის შესაბამისად წარიმართა. ყველა განვახორციელთ

3.      რომელი კომპონენტში იყო პროექტი ყველაზე წარმატებულიდა რატომ?

ფილმის ჩვენება და დისკუსია, სპორტული ღონისძიება

4.      რა სარგებელი მიიღეს პროექტის მონაწილეებმა?
აიმაღლეს ცოდნა ნარკომანიის როგორც დაავადების  მავნებლობის შესახებ შესახებ

5.      რა საჭიროებს გაუმჯობესებას და რატომ?

საჭიროა სახალისო აქტივობების დაგეგვმა მოტივაციის ასამაღლებლად.

6.      მოხდა თუ არა პროექტის განხორციელების პროცესში აქტივობების დამატება და /ან მოდიფიცირება და რატომ?
არა. ყველა რაც დაგეგმილი იყო განვახორციელეთ

7.      რას გაითვალისწინებ მომავალში მსგავს პროექტზე მუშაობისას?


გავითვალისწინებ იმას რომ მეტ დამოუკიდებლობას მივცემ მოსწავლეებს მუშაობისას.



-

No comments:

Post a Comment