Wednesday, June 13, 2018


 


პროექტის სახელწოდება
„სიცოცხლე მშვენიერია“
პროექტის ხანგრძლივობა

3 თვე (2017 წელი თებერვალი-მარტი-აპრილი)

ადგილი, სადაც განხორციელდა პროექტი
სსიპ სჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სარეკის საჯარო სკოლა

ინფორმაცია პროექტში ჩართული ჯგუფის შესახებ


კლსამოქალაქო განათლების მასწავლებელი: ლელა გელაშვილი
ბიოლოგიის მასწავლებელი: ნატო კაპანაძე
კლასი: VIII-IX

პროექტის აღწერა
ჯანსაღი თაობის აღზრდას უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია სკოლის ცხოვრებაში, ჯანმრთელობა დაკავშირებულია მოზარდის ფიზიკურ და გონებრივ აღზრდასთან, თუ მოსწავლეები თავიდანვე გაგებით მოეკიდებიან , რა გარემო პირობებში შეიძლება გავრცელდეს ან წარმოიქმნას დაავადება, როგორ ვებრძოლოთ და  ავიცილოთ თავიდან დაავადება, მაშინ ისინი ადვილად დაძლევენ ყველა იმ პრობლემას რომელიც დაავადებასთან დაკავშირებით შეიძლება წარმოიქმნას.პროექტში ჩართული და დაინტერესებული მოსწავლეები  მარტივად აითვისებენ დაავადების პრევენციასთან დაკავშირებულ საკითხებს.






პროექტის მიზანი

·        მოსწავლეებისათვის ტუბერკულოზის შესახებ საბაზისო ცოდნის მიწოდება
·         მოსწავლეთა ჩართვა ტუბერკულოზის შესახებ საინფორმაციო კამპანიაში.
·        მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება
·        პრევენციული ღონისძიებების გაცნობა
- პროექტში ჩართული მოსწავლეთა 70 % მიიღებს ცოდნას ტუბერკულოზის შესახებ.

პროექტის ამოცანები

·        წინამოსამზადებელი სამუშაოები
·         საინფორმაციო კამპანია
·         კვლევის  ჩატარება
·        შეხვედრა ექიმთან
·        პროექტის შეჯამება -შეფასება
·        კედლის გაზეთის გამოშვება
·        საინფორმაციო ბუკლეტების გავრცელება
·        პროექტის მონიტორინგი და შეფასება
·        პროექტის პრეზენტაცია


მოსალოდნელი შედეგები
·        მოსწავლეები მიიღებენ ცოდნას ტუბერკულოზის, როგორც დაავადების შესახებ
·         შეძლებენ დაავადების პრევენციის შესახებ ინფორმაციის მიღებას





განხორციელების გზები

·          სამუშაო ჯგუფების შექმნა
·         ლექცია -სემინარის ჩატარება-ბიოლოგიის მასწავლებელთან (ან ექიმ ფთიზიატრთან) ერთად
·        დოკუმენტური ფილმის ჩვენება ტუბერკულოზის შესახებ და დისკუსიის მოწყობა
·         დავალებების გადანაწილება ჯგუფებში
I  -ჯგუფი- ინფორმაციის მოძიება ტუბერკულოზზე
II ჯგუფი- გაზეთისა და ბუკლეტების დამზადება და გავრცელება
III ჯგუფი- კვლევის ჩატარება სოფლის თემში
IV ჯგუფი- პრევენციული ღონისძიებების ჩატარება
·        პროექტის მიმდინარეობისა და პროდუქტის  შეფასების კრიტერიუმების  შედგენა
·        პროექტის შეჯამება-პრეზენტაცია


რისკ-ფაქტორები
·        ტექნიკური პრობლემები
·        ექიმთან შეხვედრის გადადება










პროექტის დეტალური აღწერა, მიმდინარეობა და მონიტორინგი


   მას შემდეგ რაც მოსწავლეებმა სამუშაოები გადაინაწილეს, ყველა ჯგუფი აქტიურად ჩაერთო და  გულმოდგინებით შეუდგა მათზე დაკისრებული მოვალეობის შესრულებას. მუშაობდენ ინფორმაციის მოძიებაზე, კედლის გაზეთის გამოშვებასა და ბუკლეტების დამზადებაზე,  დროდადრო აჯამებდენ შესრულებულ სამუშაოს მსჯელობდენ და მართავდენნ დისკუსიას.
  საინტერესო იყო კვლევის  ჩატარება, მოსწავლეებმა გამოკითხვა ჩაატარეს  სოფლის თემში, დაადგინეს დაავადებულთა რაოდენობა.
მოაწყვეს ექიმთან შეხვედრა, დროდადრო ითვალისწინებდენ მასწავლებლის რეკომენდაციებს და  რჩევებს, რომელიც მონიტორინგს უწევდა მათ მუშაობას.მასწავლებლების პარალელურად ჯგუფის ლიდრეებიც უწევდენ მონიტოპინგს  პროექტის მსვლელობას და  განხორციელებას.
  ბოლოს მოეწყო პროექტის პრეზენტაცია, მათ საინტერესოდ წარმოადგინეს სლაიდ შოუ ტუბერკულოზის, როგორც დაავადების წარმოშობის ისტორია, როგორ ხდება იმფიცირება და დაავადების გავრცელება, ისაუბრეს ტუბერკულოზის ზოგად სიმპტომებზე და პრევენციულ ღონისძიებებზე. ღონისძიების დასასრულს მოხდა „შოკოლადის კარაქის“ დაგემოვნება და ბუკლეტების გავრცელება.
პროექტის განხორციელების დროს მოსწავლეები იყვნენ მოტივირებული, აქტიურად ჩართული მუშაობაში, პროექტით გათვალისწინებული შედეგები დეტალურად  იყო გაწერილი და შეესაბამებოდა მიზანს.

          


საჭირო რესურსი
კომპიუტერი, დისკი, პროექტორი, მარკერები, სახატავი ფურცლები, ქსეროქსი, მეცნიერების ენციკლობედია, ბიოლოგიის და სამოქალაქო განათლების სახელმძღვანელო


პასუსისმგებელი პირი

ლელა გელაშვილი-სამოქალაქო განათლების პედაგოგი
კაპანაძე ნატო- ბიოლოგიის მასწავლებელი
ელ-ფოსტა











                     პროექტის „სიცოცხლე მშვენიერია“
                                       რეფლექსია
        სსიპ საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სარეკის საჯარო სკოლაში განხორციელდა სასაწავლო პროექტი „სიცოცხლე მშვენიერია,  პროექტში ჩართული იყვნენ სკოლის VIII-IX  კლასის მოსწავლეები,  სამოქალაქო განათლებისა და ბიოლოგიის მასწავლებელი.
  პროექტის თემა(ტუბერკულოზი) აქტუალურია , მასში ზედმიწევნით და დამაჯერებლად არის აღწერილი პრობლემა, პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს თითოეულ მოსწავლეს აიმაღლოს ცოდნა თემის/ საკითხის ირგვლივ და გამოიმუშაოს გარკვეული უნარ-ჩვევები  შესწავლილ თემასთან მიმართებაში.
 პროექტის მიზანი ნათელი და კონკრეტულია, იგი სრულიად შეესაბამება პროექტის აქტუალურობას და ეროვნულ სასწავლო გეგმას. მოსალოდნელი  შედეგი სრულად შეესაბამება მიზანს.
  პროექრის ფარგლებში აღწერილი საქმიანობები, აქტივობები დეტალურად არის წარმოდგენილი და ხელს უწყობს დასახული შედეგის მიღწევას.
პროექტში მონაწილე მოსწავლეთა ცოდნა, ასაკი და გამოცდილება პროექტით დასახული მიზნებისა და დაგეგმილი შედეგების მისაღწევად სრულიად შესაბამისია. გათვალისწინებულია მოსწავლეთა ინტერესები და საჭიროებები.
პროექტის გეგმაში დეტალურადაა გაწერილი პროექტის მონიტორინგისა და შეფასების სტრატეგია და პროექტის წარმატების გასაზომი კრიტერიუმები, რომელიც პროექტის შეფასების საშუალებას იძლევა.
მოსწავლეები იყვნენ მოტივირებულნი და აქტიურად  ჩართულნი როგორც პროექტის იდეის განვითარებაში, ასევე პროექტის დაგეგვმის, განხორციელების, მონიტორინგისა და შეფასების პროცესში.
პროექტის გეგმაში დაცულია ფორმატი და  თანმიმდევრულობა.



რეფლექსიის კითხვები:
კითხვები
პასუხი

1.      მოხერხდა თუ არა დასახული მიზნების მიღწევა
დაიახ

2.      რომელი აქტივობები წარიმართა გეგმის შესაბამისად? რომელი ვერ განხორციელდა და რატომ?
ყველა აქტივობა გეგმის შესაბამისად წარიმართა. ყველა განვახორციელთ

3.      რომელი კომპონენტში იყო პროექტი ყველაზე წარმატებულიდა რატომ?

ფილმის ჩვენება და დისკუსია, ექიმთან შეხვედრა

4.      რა სარგებელი მიიღეს პროექტის მონაწილეებმა?
აიმაღლეს ცოდნა დაავადების სესახებ, გაეცნენ პრევენციულ ღონისძიებებს

5.      რა საჭიროებს გაუმჯობესებას და რატომ?
აქ რა ჩავწერო?

6.      მოხდა თუ არა პროექტის განხორციელების პროცესში აქტივობების დამატება და /ან მოდიფიცირება და რატომ?
არა. ყველა რაც დაგეგმილი იყო განვახორციელეთ

7.      რას გაითვალისწინებ მომავალში მსგავს პროექტზე მუშაობისას?


გავითვალისწინებ ისეთი აქტივობები დავგეგმო რომ  ყველა მოსწავლის საჭოროება გავითვალისწინო


-


 

No comments:

Post a Comment