Wednesday, June 13, 2018



პროექტის სახელწოდება: „ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია“
პროექტის ხანგრძლივობა: 2 კვირა( 2-16 მაისი 2018 წელი )
ადგილი, სადაც განხორციელდა პროექტი:სსიპ საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ  სარეკის საჯარო სკოლა
ინფორმაცია პროექტში ჩართული ჯგუფის შესახებ:
პროექტის მონაწილეები:
კლასი:IX-X-XI-XII
სპორტის მასწავლებელი ნინო კოპაძე-სამოქალაქო განათლების მასწავლებელი: ლელა გელაშვილი
სკოლის დირექცია, მშობლები, თემი

პროექტის აღწერა:  ჯანსაღი თაობის აღზრდას განსაკუთრებული როლი უკავია სკოლის ცხოვრებაში, ჯანსაღი ცხოვრება და სპორტი დაკავშირებულია მოზარდის ფიზიკურ და გონებრივ აღზრდასთან, თუ მოსწავლეები თავიდანვე  გაგებით მოეკიდებიან თუ რა მნიშვნრლობა აქვს ჯანსაღ ცხოვრებას, მაშინ ისინი ადვილად დაძლევენ ჯანმრთელობასთან  დაკავშირებულ თუ სხვა სახის პორობლემებს.პროექტში ჩართული ყველა მოსწავლეს სათანადო დამოკიდებულება ჩამოუყალიბდება ჯანსაღი ცხოვრების მიმართ, გაითავისებენ სპორტის და  ფიზიკური ვარჯიშის აუცილებლობას და გამოიმუშავებს ყველა საჭირო უნარ-ჩევას.
პრობლემის განსაზღვრა:
·        მოსწავლეთა არასათანადო დამოკიდებულება ჯანსაღი ცხოვრებისა და სპორტის მიმართ.

პროექტის მიზანი:
·        მოსწავლეებისათვის ჯანსაღი ცხოვრების შესახებ ცოდნის მიწოდება
·        სპორტის სახეობების და  ფიზიკური ვარჯიშის პოპულარიზაცია სკოლსა და თემში
·        -პროექტში ჩართული მოსწავლეთა 80% მიიღებს ცოდნას ჯანსაღი ცხოვრებისა და სპორტის შესახებ.
პროექტის ამოცანები:
·        წინამოსამზადებელი სამუშაოები
·        საინფორმაციო ღონისძიებები
·        ლექციის ჩატარება ჯანსაღ ცხოვრების წესზე სპორტისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელთან ერთად
·         ფილმების ჩვენება  და დისკუსიის გამართვა
·        სპორტული ღონისძიების გამართვა-შეჯიბრების მოწყობა კალათბურთში კლასებს შორის
·        ბუკლეტების გავრცელება სკოლასა და თემში
·        პროექტის შეჯამება, შეფასება
მოსალოდნელი შედეგები:
·        მოსწავლეები მიიღებენ ცოდნას ჯანსაღი ცხოვრების შესახებ
·        გაუწევენ სპორტის სხვადასხვა სახეობების პოპულარიზაციას სკოლასა და თემში


განხორციელების გზები:
·        სამუშაო ჯგუფის შექმნა და როლების გადანაწილება
·        სპორტული შეჯიბრებისთვის გუნდების დაკომპლექტება
·        ლექცია სპორტის და სამოქალაქო განათლების მასწავლებელთან ერთად და დისკუსიის მოწყობა
·        ფილმის ჩვენება სპორტისა და ჯანსაღ ცხოვრებაზე და დისკუსიის გამართვა
·        სპორტული ღონისძიების მოწყობა-შეჯიბრება კალათბურთში კლასებს შორის და გამარჯვებული გუნდის დაჯილდოვება
·        ბუკლეტების გავრცელება სკოლასა და თემში

·        პროექტის პრეზენტაცია

რისკ-ფაქტორები:
·        შეჯიბრების გადადება
·        ტექნიკური პრობლემები

პროექტის დეტალური აღწერა და მიმდინარეობა:

    მას შემდეგ რაც დავგეგმეთ  სოციალური პროექტის განხორციელება აქტიურად ჩავერთეთ მოსწავლეებთან , მშობლებთან  და სკოლის დირექციასთან ერთად პროექტში. მოსწავლეები იყვნენ მოტივირებულნი, ჯგუფის ლიდერებმა დააკომპლექტეს სპორტული შეჯიბრებისთვის გუნდები, შეადგინეს შეჯიბრების განრიგი, დაგეგმეს ლექცია და ფილმის ჩვენება.პროექტში ჩართული მოსწავლეთა ერთი ნაწილი დიდი ენთუზუაზმით მუშაობდა ბუკლეტების დამზადებაზე,სკოლის დირექციამ უზრუნველყო სპორტული შეჯიბრებისთვის პრიზების შეძენა,აქტიურად იყვნენ ჩართული მშობლები საჩუქრების შეძენაში.   პროექტში ჩართულმა ყველა კლასის მოსწავლემ, მშობლებმა სკოლის სააქტო დარბაზში მოისმინეს ლექცია ჯანსაღი ცხოვრების წესზე და სპორტის მნიშვნელობაზე, ბოლოს  გაიმართა კითხვა-პასუხი, მოეწყო ფილმის ჩვენება ხელოვნების კაბინეტში და გაიმართა დისკუსია. ყველა მოსწავლე აქტიურად იყო ჩართული კამათში. პროექტის აქტივობებიდან ყველაზე სახალისო იყო შეჯიბრება კლასებს შოროს კალათბურთში. გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი და კლასი(X) გადაეცათ პრიზები და საჩუქრები, ბოლოს მოხდა ბუკლეტების გავრცელება  სკოლასა და თემში და მოეწყო პროექტის პრეზენტაცია.
                                       რეფლექსია
        სსიპ საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სარეკის საჯარო სკოლაში განხორციელდა სოციალური  პროექტი „ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია“ პროექტში ჩართული იყვნენ სკოლის IX-X-XI- XII  კლასის მოსწავლეები,  სპორტისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებლები: ნინო კოპაძე,ლელა გელაშვილი, სკოლის დირექცია, მშობლები, თემი.
  პროექტის თემა(ჯანსაღი ცხოვრება და სპორტი) აქტუალურია,  მასში ზედმიწევნით და დამაჯერებლად არის აღწერილი პრობლემა, პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს თითოეულ მოსწავლეს აიმაღლოს ცოდნა თემის/ საკითხის ირგვლივ და გამოიმუშაოს გარკვეული უნარ-ჩვევები  შესწავლილ თემასთან მიმართებაში.
 პროექტის მიზანი ნათელი და კონკრეტულია, იგი სრულიად შეესაბამება პროექტის აქტუალურობას , მოსალოდნელი  შედეგი სრულად შეესაბამება მიზანს.
  პროექრის ფარგლებში აღწერილი საქმიანობები, აქტივობები დეტალურად არის წარმოდგენილი და ხელს უწყობს დასახული შედეგის მიღწევას.
პროექტში მონაწილე მოსწავლეთა ცოდნა, ასაკი და გამოცდილება პროექტით დასახული მიზნებისა და დაგეგმილი შედეგების მისაღწევად სრულიად შესაბამისია. გათვალისწინებულია მოსწავლეთა ინტერესები და საჭიროებები.
პროექტის გეგმაში დეტალურადაა გაწერილი პროექტის მონიტორინგისა და შეფასების სტრატეგია და პროექტის წარმატების გასაზომი კრიტერიუმები, რომელიც პროექტის შეფასების საშუალებას იძლევა.
მოსწავლეები იყვნენ მოტივირებულნი და აქტიურად  ჩართულნი როგორც პროექტის იდეის განვითარებაში, ასევე პროექტის დაგეგვმის, განხორციელების, მონიტორინგისა და შეფასების პროცესში.
პროექტის გეგმაში დაცულია ფორმატი და  თანმიმდევრულობა.



რეფლექსიის კითხვები:

კითხვები
პასუხი

1.      მოხერხდა თუ არა დასახული მიზნების მიღწევა
დიახ

2.      რომელი აქტივობები წარიმართა გეგმის შესაბამისად? რომელი ვერ განხორციელდა და რატომ?
ყველა აქტივობა გეგმის შესაბამისად წარიმართა. ყველა განვახორციელთ

3.      რომელი კომპონენტში იყო პროექტი ყველაზე წარმატებულიდა რატომ?

ფილმის ჩვენება, სპორტული შეჯიბრება კალათბურტში. მოსწავლეები იყვნენ მოტივირებულნი და აქტიურად ჩართულნი ამ აქტივობებში.

4.      რა სარგებელი მიიღეს პროექტის მონაწილეებმა?
აიმაღლეს ცოდნა ჯანსაღი ცხოვრების  აუცილებლობაზე და სპორტის მნიშვნელობაზე

5.      რა საჭიროებს გაუმჯობესებას და რატომ?
მოსწავლეები აქტიურად უნდა ჩავრთოთ  ანალოგიური ხასიათის პროექტებში და მივაჩვიოთ პასუხისმგებლობით მოეკიდონ მოვალეობებს, დაიცვან ჯანსაღი ცხოვრების წესი, დაკავდნენ სპორტით

6.      მოხდა თუ არა პროექტის განხორციელების პროცესში აქტივობების დამატება და /ან მოდიფიცირება და რატომ?
არა. ყველა რაც დაგეგმილი იყო განვახორციელეთ

7.      რას გაითვალისწინებ მომავალში მსგავს პროექტზე მუშაობისას?


გავითვალისწინებ ყველა მოსწავლე აქტიურად ჩვრთო სხავადასხვა ტიპის აქტივობებში , მივაჩვიო თანამშრომლობას, გუნდურ შეჯიბრებებს და საზოგადოებასთან ურთიერთობებს.


No comments:

Post a Comment