Monday, October 21, 2019

ლელა გელაშვილის მიერ განხორციელენული პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის მასალები





საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში
 

მოსწავლეთა პრობლემური ქცევები
VI
                                   კლასში
             და  მათი მოგვარების  გზები




       სსიპ საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფ. სარეკის საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი და VI კლასის დამრიგებელი:
                                                                                                    ლელა გელაშვილი
                      

                                                        2018-2019 სასწ/ წელი


სარჩევი

1)  შესავალი------------------------------------------------------------ გვ 2
2)  ლიტერატურის შესწავლა და ჩატარებული კვლევების ანალიზი_   გვ.3

3)  კვლევის მეთოდების შერჩევა _________________გვ.4

4)    კვლევის მიგნებები  და შედეგების ანალიზი_____________              გვ 6

5)  ინტერვენციები_______________________________________ გვ. 6
6)  ინტერვენციების შეფასება----------------------------------------             გვ. 7

7)  კვლევის რეფლექსია და გამოცდილების გაზიარება----------             გვ.8

8)  დანართები-----------------------------------------------------------           გვ. 10

9)  გამოყენებული ლიტერატურა-------------------------------------           გვ.18




                           

1 .  შესავალი_______________________________________________________________
        სწავლების ხარისხზე დიდ გავლენას ახდენს კლასის მართვა და დისციპლინა.შეუძლებელია კლასში წესრიგის დამყარების გვერდზე გადადება და სწავლების დაწყება.კლასის მართვა გულიხმობს მასწავლებლის ქმედებას მიმართულს კლასში კარგი საკლასო და სასწავლო გარემოს შექმნისკენ ,ხოლო დისციპლინა-მასწავლებლის ქმედებას,მიმართულს არასასურველი ქცევის აღმოფხვრისკენ ან მინიმუმამდე დაყვანისკენ.
       ჰუმანისტური, დემოკრატიული და ბიჰევიორისტული სწავლების მოდელის მიმდევრები თანხმდებიან, რომ კლასის მართვსას პროფილაქტიკა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე კორექცია
მიუხედავად იმისა, რომ კარგად ვიცნობ კლასის მართვის სამივე ძირითად მოდელს,ეს იმას აღნიშნავს, რომ პრაქტიკაში მათი სწორად გამოყენება და ბალანსის დაცვა არ მიჭირდეს.
   როგორც მოგეხსენებათ მე მეექვსე კლასის დამრიგებელი და საგნის“ ჩვენი საქართველო“ მასწავლებელი ვარ. კლსში 11 მოსწავლეა, კლასს უკვე ორი წელია ვხელმძღვანელობ და ვასწავლი,მიუხედავად იმისა რომ, კლასი მცირერიცხოვანია, თითქმის ყოველ დღე ერთი და იგივე პრობლემას ვაწყდები,  მიჭირს ცალკეული მოსწავლეების ქცევის მართვა, როგორც გაკვეთილზე, დასვენებაზე,  ასევე სადამრიგებლო საუბრების დროსაც. მოვიყვან კონკრეტულ მაგალითებს:
·         კლასში შესვლის დროს ყველა ერთდროულად მელაპარაკება
 
  • როდესაც გაკვეთილზე ერთი მოსწავლე საუბრობს, სხვა არ აცლის საუბარს, ცდილობს გააწყვეტინოს
  • ნაცვლად იმისა,რომ ხელის აწევით გამოხატონ აზრის გამოთქმის სურვილი, ნებართვის გარეშე იწყებენ საუბარს
  • დისკუსიის დროს, ერთდროულად საუბრობენ.
  • როდესაც დაბალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეები საუბრობენ, ფიქრობენ რომ მათი აზრი მისაღები არაა და შესაბამისად იყენებენ ირონიულ რეპლიკებს, ან არ აცლიან საუბარს.
  • იყენებენ ღირსების შემლახავ ფრაზებს ( „მაგან რა იცის“ ,,შტერია მასწავლებელო „  ,,დებილო“,  ,,შენ რა იცი“...)
  • საერთოდ არ  აქვთ დანაშაულის განცდა, გაკვეთილებს შორის დასვენებებზე ერთმანეთს ექიშპებიან, რაც ხანდახან ჩხუბში გადაეზრდებათ ხოლმე
  • სულ მართლები არიან
  • შენიშვნები არ მოწონთ
  • ყველაფერზე უკმაყოფილების გამოხატვენ
  • არიან ისეთი მოსწავლეებიც, რომლებსაც კლასში ლიდერობა უნდათ, ფაქტიურად სხვებს ჩაგრავენ
  • თუმცა რომ ჩაწყნარდებიან მერე აქტიურად ებმებიან საგაკვეთილო პროცესში, უმრავლესობა მაიმც.
  • კლასში თვალსაჩინო ადგილას გამოკრულ ქცევის წესებს არ ითვალისწინებენ, არა ერთგზის მიწევს წესების შეხსენება.

 საკუთრი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის  მიზნად დავისახე:

      დამედგინა რა იყო კონკრეტულ სამიზნე ჯგუფში  მოსწავლეთა პრობლემური ქცევიის  (ადგილისა და დროის შეუფერებლად  ქცევა) გამომწვევი მიზეზები, შესაბამისი ინტერვენციები დამეგეგმა , განმეხორციელებინა,  შემეფასებინა   და კოლეგებისაათვის გამოცდილება გამეზიარებინა.



                                                            -2-
მიზნის მისააღწევად პირველ რიგში გადავწყვიტე  კიდევ  ერთხელ კარგად  გავცნობოდი პროფესიულ ლიტერატურას - კლასის მართვის  ჰუმანისტურ, დემოკრატიულ და ბიჰევიორსტულ მიდგომებს ,  დავკვირვებოდი რამდენად ვიყენებდი და რომელი პრინციპები იყო ჩემი პედაგოგიური მიდგომების სუსტი მხარე.

       დამედგინა  რამდენად ვითვალისწინებდი გაკვეთილების დაგეგმვისას მოსწავლეთა ინტერესებს. იყო თუ არა მათთვის გაკვეთილები საინტერესო, იყო თუ არა მათთვის ჩემ მიერ მიწოდებული რესურსები საინტერესო , ვამყარებდი თუ არა  მათთან საკმარის კონტაქტს.

ასევე მნიშვნელოვნად ჩავთვალე მეექვსე კლასში შემსვლელი იმ მასწავლებლების გამოცდილება გამეზიარებინა, მომესმინა  და დავკვირვებოდი მათ მიერ ჩატარებულ გაკვეთილებს, რომელთაც ამ თვალსაზრისით ყველაზე ნაკლები პრობლემები აქვთ.
   მესამე მნიშვნელოვან გზად  მივიჩნიე ასევე დამეფიქრებინა ისინი თავიანთ ქცევებზე და ერთობლივად დაგვეგეგმა შესაბამისი აქტივობები - ეწარმოებინათ თვითდაკვირვება  და ურთიერთ დაკვირვება.  ეწარმოებინათ დღიურები პერიოდულად და გაეცნოთ შედეგები კლასისთვის


                                               
                                               
2.       ლიტერატურის შესწავლა და ჩატარებული კვლევების ანალიზი____________________


თეორეტიკოსები როდესაც კლასის მართვაზე საუბრობენ,  ყურადღებას ამახვილებენ რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტორზე.
       ყველა მოსწავლეს სკოლაში სწავლის განსხვავებული მოტივაცია აქვს. მათი მოტივირების ხელშემწყობი კი უპირველესად პოზიტიური სასწავლო გარემოს შექმნა და სასწავლო პროცესის ეფექტიანი მენეჯმენტია . ეს კი უპირველესად სასწავლო მეთოდებისა და სტრატეგიების სწორად შერჩევას, საკმარისი და საინტერესო რესურსების შექმნას , მოსწავლეთა ინტერესებისა და საჭიროებების გათალისწინებას გულისხმობს.
        რობერტ მარანი წიგნში ,,კლასის მართვა“  საუბრობს:  ,,კლასის მართვის ხარვეზების გამომწვევი    მთავარი მიზეზი მოსწავლეთა დაბალი მოტივაციაა,რასაც თავის მხრივ  იწვევს უინტერესო გაკვეთილი  ან ოჯახური პროებლემები .“ 
        უინტერესო კი გაკვეთილი  მაშინ არის თუ მასწავლებელი არ იყენებს ,მრავალფეროვან მეთოდებსა და სტრატეგიებს, არ ითვალლისწინებს მოსწავლეთა ინტერესებს, რესურსები სწორად არ არის შერჩეული ( ან საერთოდ არ იყენებს სწავლა-სწავლების პროცესში .)
     მოსწავლეთა პრობლემური ქცევის( არ იქცევა ადგილისა და დროის შესაბამისად) ერთ-ერთ მიზეზად რუდოლფ დრეიკერი ასახელებს იმას რომ მასწავლევებელი სათანადო ყურადღებას არ აქცევს მოსწავლის ინდივიდუალიზმს. ასევე მნიშვნელოვნად მიაჩნია მოსწავლეებში თვითრეგულირებადი ქცევების ხელშეწყობა.
       ამიტომ მასწავლებელმა ხელი უნდა შეუწყოს  მოსწავლეთა თვითდისციპლინის განვითარებას. ამისათვის კი აუცილებელია :
                                                                       -3-

1.მიზნის(სამიზნე ქცევის) განსაზღვრა
2.თვითდაკვირვების სისტემის გამოყენება
 3. წახალისების ფორმების გამოყენება
 4.თვითდაკვირვების მეთოდის შემუშავება
 5.თვითგანმტკიცება

          ჩემი პედაგოგიურ პრაქტიკაზე ჩართულმა დაკვირვებამ მიჩვენა, რომ  კლასის მართვისას ყურადრება სწორედ ზემოთ აღნიშნულ ორ პრობლემაზე გამემახვილებინა-   გამეუმჯობესებინა  სასწავლო გარემო კლასში  და მოსწავლეები დამეფიქრებინა თავიანთ პრობლემურ ქცევებზე.
 ასევე სასურველი ქცევის განსამტკიცებლად გავცნობოდი პრობლემური ქცევის სტრატეგიებს და რაც მთავარია ჩემს პრაქტიკაში გადმომეტანა.
კერძოდ.კ. როჯერსი გვირჩევს  ,,შეამცირეთ ყურადღება ნეგატური ქცევის დროს“,
,, დაუთმეთ მეტი ყურადღება“  ,, გამოიყენეთ იგნორირება, როგორც ბოლო საშუალება“, ,,ასწავლეთ გადაავადოს თავისი მოთხოვნა“,  ,,ასწავლეთ ალტერნატიული ქცევა სასურველის მისაღებად“ .(კ.როგერსი. პიროვნებაზე ცენტრირებული მიდგომა“ )
     ასევე მნიშვნელოვნად მივიჩნიე გავცნობოდი რობერტ. ჯ. მარზანოს. კლასის მართვა.2012
გავცნობოდი კონკრეტულად.
  • დისციპლინის გაუმჯობესებაზე მიმართული ღონისძიებები   ( რობერტ. ჯ. მარზანოს. კლასის მართვა.2012  გვ35-53)
  • მენტალური მზაობა ( რობერტ. ჯ. მარზანოს. კლასის მართვა.2012  გვ82)
  • მოსწავლეთა პასუხისმგებლობა კლასის მართვასთან დაკავშირებით  ( რობერტ. ჯ. მარზანოს. კლასის მართვა.2012  გვ94)
  • კლასის ეფექტური მართვა
  • წცევის წესები. ნ.ნიჟარაძე.

ჩატარებული კლვევების ანალიზმა და არსებული ლიტერატურის გაცნობამ მიმახვედრა, რომ  ჩემს პედაგოგიურ პრაქტიკაში უნდა დამენერგა რამდენიმე მათგანი. კერძოდ:
·         მოსწავლეთა დამოკიდებულების წერილობით ჩამოყალიბება
·         თვითმონიტორინგისა და კონტროლის სტრატეგია
·         მკაცრი დისციპლინის მექანიზმი
·         მოსწავლეებისათვის სახალისო და საინტერესო აქტივობების შეთავაზება
-4-

3.     კვლევის მეთოდების შერჩევა _____________________________


         არსებობს  კვლევის სხვადასხვა მეთოდი  და საჭიროა სხვადასხვა კვლევას შეუსაბამოთ სათანადო კვლევის მეთოდი. წარმოდგენილი კლვევა ჩემ მიერ პირველად განხორციელდა, ამიტომ გავეცანი ანალოგიური კვლევების ანგარიშებს . ასევე გამოვიყენე ტრენინგზე (,,პრაქტიკის კვლევის დაგეგმვა,
                                          
წარმართვა და  შეფასება“) მიღებული ცოდნა  და შევეცადე კლვევის მეთოდებიდან შემერჩია თვისობრივი
მეთოდი, კერძოდ, ,,ფოკუს ჯგუფი“ მასწავლებელთა და მოსწავლეთა აზრის გასაგებად. ასევე კლასის 11 -ვე მოსწავლესთან  გამოკითხვა (რათა შემეგროვებინა რაოდენობრივი  მონაცემები).
      სანამ კლვევას უშუალოდ  მე-6 კლასში დავიწყებდი, გადავწყვიტე შედგენილი ანკეტა შეევსო ,, ფოკუს ჯგუფს“ ( ფოკუს ჯგუფის მოსწავლეები შევარჩიე მე-9კლასიდან,  რომელთაც ვასწავლი, ) ასევე მე-9 კლასის რამდენიმე მოსწავლეს ვთხოვე,  კითხვარის შევსება, თანაც ავუხსენი ,რომ მონაწილეობა ნებაყოფლობითი იყო, მათი ნაშრომები კი მე დამეხმარებოდა საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის გაუმჯობესებაში.
საკვლევი კითხვების ანკეტა, რომლითაც რაოდენობრივი მონაცემები უნდა შემეგროვებინა, მიზნად ისახავდა  დამედგინა როგორი იყო მოსწავლეთა დამოკიდებულება ჩემ მიერ ჩატარებული გაკვეთილების მიმართ, რამდენად ვითვალისწინებდი მათ ინტერესებს და აკმაყოფილებდათ თუ არა ჩემ მიერ შეთავაზებული აქტივობები და რესურსები. მე-6 კლასის მოსწავლეებმა დაუზარებლდ შეავსეს ანკეტები.
 ( იხ. დანართი- 1)

კვლევის შემდგომ მეთოდად გამოვიყენე ინტერვიუ და მონაწილე მოსწავლეებისათვის ინტერვიუს მისაღებად  კითხვები ასე ჩამოვაყალიბე.
  • თქვენი  აზრით ,რატომ იყენებენ მოსწავლეები  მიმართვის ისეთ ფორმებს, როგორებიცაა...,, შტერო“,  ,,დებილო“   ,,რა სისულელეს ამბობ?““შენ რა იცი“?
  • თქვენი  აზრით ,რა შეიძლება გააკეთდეს   მასწავლებელმა იმისათვის, რომ ასეთი სიტყვები მოსწავლემ ნაკლებად გამოიყენოს ?
  •  თქვენი  აზრით ,რა შეიძლება გააკეთდეს   მშობელმა იმისათვის, რომ ასეთი სიტყვები მოსწავლემ ნაკლებად გამოიყენოს                               
  •   თქვენი აზრით ,რა შეიძლება გააკეთდეს   თვითონ ბავშვმა იმისათვის, რომ ასეთი სიტყვები მოსწავლემ ნაკლებად გამოიყენოს ?

      მეტი თვისობრივი ინფორმაციის მისაღებად , რომელიც როგორც წესი, ამდიდრებს რაოდენობრივ შედეგს არის ჯგუფური ინტერვიუ,რომელიც დიკუსიის ერთ-ერთი სახეობაა. ,,ფოკუს ჯგუფის“  ჯგუფური ინტერვიუსათვის  კითხვები ასე ჩამოყალიბდა.

  •  მოსწავლეებმა იციან, რომ ხელის აწევით უნდა გამოხატონ აზრი და სანამ სხვა საუბრობს , აზრის დამთავრება უნდა აცალონ, მიუხედავად ამისა,  ისინი ამას მაინც აკეთებენ?  როგრ ფიქრობთ  რატომ?
  • რას გრძნობთ  როცა საუბრობ და აზრის დამთავრებას არ გაცლიან?
  • როგორ იქცევი ( რას აკეთებ) როცა საუბრობ და სხვა აგყვება საუბრის დროს?
  • თქვენი აზრით ,რა არის საუკეთესო გამოსავალი ამ სიტუაციაში?
  • როგორ უნდა მოვიქცე  მე,მასწავლებელი, როცა ეს ჩემს გაკვეთილზე ხდება?
  • მოსწავლეები სხვადასხვა მასწავლებლის გაკვეთილზე ასეთ ქცევას სხვადასხვა სიხშირით ავლენენ?
  • რა ფაქტორები უშლის ხელს მასწავლებელს გაკვეთილზე დისციპლინის შენარჩუნებაში?

         გაკვეთილზე ჩართულმა დაკვირვებამ  და კლასის მართვასთან დაკავშირებულმა ლიტერატურის ანალიზმა მაფიქრებინა, რომ მოსწავლეთა არასასურველი ქცევის მიზეზები ხშირად არასწორად დაგეგმილი გაკვეთილი, არასაკმარისი რესურსი  და მოსწავლეთა ინტერესების გაუთვალისწინებლობაა.


                                                                                        -5-
4.კვლევის მიგნებები  და შედეგების ანალიზი


·         უინტერესო გაკვეთილის მიზეზია  ინტერაქტიული მეთოდების სიმცირე კლასში
·         უინტერესო გაკვეთილის მიზეზია  არასაკმარისი რესურსების გამოყენება.(ისტი, რუკები და სხვა)
·         მოსწავლეები არ უფიქრდებიან თავიანთ მეტყველებაში გამოთქმულ სიტყვებს
·         მოსწავლეებს უჭირთ თავიანთი იმპულსების მართვა
·         მოსწავლეები მირჩევენ ,რომ გამოვიჩინო მეტი სიმკაცრე და დასჯის სხვადასხვა მეთოდებიც კი.
·         მოსწავლეები მირჩევენ მეტი სახალისო აქტივობები შევიტანო, ჩავატარო ბევრი სხვადასხვა ღონისძიება.გაკვეთილი გავამდიდრო კლასგარეშე ლიტერატურით

(კლვევის დეტალური შედეგები იხ.დანართი  2)
(ანალიზის შედეგები  იხ. დანართი 4 )






5.ინტერვენციები

 კვლევის მიგნებებისა  და პრობლემების გამოვლენის  შემდგომ ეტაპზე მიზნად დავისახე- ინტერვენციების სტრატეგიების შემუშავება, დანერგვა და მათი ეფექტიანობის შეფასება.
სტრატეგიები და რეკომენდაციები კი  ასეთი იყო.



·         გავცნობოდი კლასის მართვის სტრატეგიებზე არსებულ ლიტერატურას.კონკრეტულად სკინერის ბიჰევიორისტულ მოდელს და დრეიკერის დემოკრატიულ მოდელს. რაც მთავარია , დამენერგა პრაქტიკაში.დავკვირვებოდი საკუთარ პროგრესს.

·         ერთხელ კიდევ გადამევლო თვალი ,,სასწავლო და პროფესიული გარემოს“ დამხმარე სახელმძღვანელოსათვის (ტომი III).

·         გავცნობოდი და გამეცნო მოსწავლეებისთვის გაკვეთილზე მოსწავლეთა და მასწავლებელთა ქცევის წესები. მათი მოვალეობები და ჩემი ვალდებულებები სისტემატიურად შემეხსენებინა.

·         მოსწავლეებთან შეთასხმებით, გადავწყვიტეთ მოსწავლეებს და მასწავლებლებს ეწარმოებინათ თვითდაკვირვების და ურთიერთდაკვირვების დღიურები,          (დაკვირვება ეხებოდა მხოლოდ გაკვეთილზე ქცევას) დღიურების ჩანაწერები  კლასში წაგვეკითხა კვირის ბოლოს.

·         მშობლებთან შეთანხმებით შევადგინეთ მოსწავლეთა სახლში ქცევაზე დაკვირვების დღიურები და შევთანხმდით რომ ამ დღიურებს წავიკითხავდით კვირის ბოლოს .

·         გავსაუბრებოდი კლასში შემსვლელ ყველა მასწავლებელს მომეგრავებინა და დამეხარისხებინა ყველა ის პრობლემა რომელსაც მოსწავლეები ავლენდნენ მათ გაკვეთილიბზე. შემდეგ დამესახა ამ პრობლემების გადაჭრის გზები.

·         გავსაუბრებოდი კლასში შემსვლევ იმ ორ მასწავლებელს, რომელთა გამოცდილების გაზიარება მირჩიეს მოსწავლეებმა, დავსწრებოდი მათ  მიერ ჩატარებულ გაკვეთილებს, მეწარმოებინა აღწერითი დაკვირვება. მიგნებები გამეანალიზებინა და მიმეცა უკუკავშირი.( დამენერგა პრაქტიკაში)


-6-
·         გამევლო ტრენინგები ( მოდული-კლასის მართვის ეფექტური სტრატეგიები) და მოდული- (პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა)



·         გამეზარდა კლასში სახალისო აქტივობების რაოდენობა: როლური თამაშები, ინტერვიუები გმირებთან, ინტერვიუები , ყოფილ მოსწავლეებთან რომლებიც პრობლემური ქცევებით გამოირჩეოდნენ ან სანიმუშოები იყვნენ თავიანთი ქცევით, იმიტირებული სასამართლოები, გაკვეთილები კლასის გარეთ.

·         მეტი სიხშირით გამომეყენებინა გაკვეთილის ახსნისას საპრეზენტაციო პროგრამა ,,power-point”-ი ,ასევე ,,movie  maker”. Yout-tube-ზე  არსებული მასალებით გამემრავალფეროვნებინა კლასში სასწავლო გარემო.

·         გამეზარდა ისეთი საშინაო დავალებების რაოდენობა, რომილთა მომზადებაში მათ კომპიუტერი დასჭირდებოდათ, ნამუშევრები კი წარმოედგინათ ტექნოლოგიების საშუალებით.

·         ხშირად ჩამეტარებინა ჯგუფური სამუშაოები.

·         გამეზარდა ისეთი აქტივობების რიცხვი, როგორიცაა: დისკუსია, მმმ, ჯიქსო-1, კოგნიტური რუკებისა და კროსვორდების შევსება,

·         შემეფასებინა ინტერვენციები და შედეგები გამეცნო კოლეგებისთვის



6.    ინტერვენციების შეფასება

       გატარებული ინტერვენციების შეფასებისას გამოვლინდა, რომ მათი უმრავლესობა შედეგიანი იყო.

§  ჩემს  მიერ  კლასის მართვის სტრატეგიების გამოყენებამ გამოიწვია რთული ქცევის პრევენცია( სიხშირის შემცირება)
§  მოსწავლეთა ქცევის წესების სისტემატიური შეხსენებით და კონტროლით წესები რუტინად ექცათ.
§  მშომელთა დაკვირვების დღიურები გამომადგა ყოველი შემდგომი კვირის აქტივობების და ღონისძიებიბის სწორად დაგეგმვაში .

§  ინტერაქტიული მეთოდების გამოყენებამ გამოიწვია მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდა.

§  ჩემს მიერ მოსწავლეების მიმართ დამოკიდებულების შეცვლამ  გავლენა იქონია მოსწავლეების ჩართულობაზე

§  მასწავლებელთა გამოკითხვა გაკვეთილზე შექმნილ პრობლემებზე და მტი დახარისხება დამეხმარა პრობლემების აღმოფხვრის სხვადასხვა გზების ძიებაში და მათ პრევნციაში.

 (იხ. დანართი 3. კლასში შემსვლელ მასწავლებელთა გამოკითხვა -რჩევები)
                        

§  თვითდაკვირვების დღიურების წერამ დააფიქრა მოსწავლეები , თავიანთ ქცევაზე შემცირდა წამოძახილები და უხეში გამონათქვამების მათ ლექსიკონში.


                                                                    -7-
§  მრვალფეროვანი აქტივობებისა და ინტერნეტრესურსების გამოყენების შედეგი ის იყო, რომ მოსწავლეებისათვის  სასწავლო პროცესი საინტერესო და სახალისო გახდა.

       

          7.კვლევის რეფლექსია და გამოცდილების გაზიარება

საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის დაწყებამდე კარგად მქონდ გაცნობიერებული ის, თუ  რამდენად სერიოზული ნაბიჯის გადადგმა გადავწყვიე.  ტრენინგებზე მიღებულ ცოდნას თუ პრაქტიკაში არ გამოვიყენებდი და არ განვახორციელებდი წინ  ნამდვიალად ვერ წავიდოდი. ამიტომ ჩემს თავს რამდენიმე კითხვა დავუსვი:

v  ჩემი პედაგოგიური პრაქტიკიდან რომელია პრიორიტეტული საკითხი, რომლითაც უნდა დავიწყო კვლევა?
v  გასწვდება ჩემი ძალები და შესაძლებლობები ამ საკითხის კვლევას?
v  ჩემი კოლეგებიდან ვის შემიძლია მივმართო დახმარებისთვის?
v  რამდენად შევძლებ მშობლების მობილიზაბას დასახმარებლად?
v  კიდევ რომელი კოლეგისთვის/კოლეგებისთვის იქნება ჩემ მიერ შერჩეული საკითხი პრიორიტეტული, რათა ერთობლივად დავგეგმოთ კვლევა?
v  რამდენად მაქვს წარმატების შანსი?

         ამ კითხვებზე პასუხი უნდა გამეცა.საკვლევი საკითხის განსაზღვრა არ გამჭირვებია რადგან ამაზე ადრეც მიფიქრია. მე-6 კლასი ამავდროულად ჩემი სადამრიგებლო კლასიცაა და ხშირად მიწევს ამ ბავშვებთან ურთიერთობა. ვიცოდი სხვა მასწავლებლების დამოკიდებულებებიც და პრობლემებიც. კლასშია რამდენიმე პრობლემური ქცევის მქონე მოსწავლე,(მაგ. ლიდერობა რომელას უნდა) რომელთანაც დიდი ძალისხმევა ჭირდება მასწავლებელს,რომ გაკვეთილი ნორმალურად ჩაატარონ და შედეგზე გავიდეს. რაც შეეხება ძალებს ,შევძლებდი თუ არა კვლევის განხორციელებას არც ამაზე გამჭირვებია პასუხი გაცემა -  თუ ნაბიჯს არ გადავდგამდი, კვლევას ვერასდროს განვახორციელებდი.
      თანამედროვე განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმებმა და გამოწვევებმა ,იმაშიც დამარწმუნა, რომ ეს უნდა გამეკეთებინა. რაკი ეს ჩემი პირველი კვლევა იყო, აუცილებლად დამჭირდებოდა კოლეგების დახმარება. თუმცა ისიც ვიცოდი , ჩემს მსგავსად ,მათაც არ ჰქონათ ამ სფეროში დიდი  გამოცდილება.
         ჩემ მიერ საკვლევად აღებული თემა ,,კლასის მართვა“,ვფიქრობ, მასწავლებელთა უმრავლესობისთვის პრიორიტეტული უნდა ყოფილიყო.  წამოძახილები, მოსმენის კულტურის არქონა მოსწავლეეებში, საინტერესო და სწორად დაგეგმილი გაკვეთილი -ყველა მასწავლებლის პრობლემაა. გარდა ამისა,  კლასში თუ ხმაური არ არის, ეს იმას არ ნიშნავს,  რომ კლასში პრობლემა არ არის.  როდესაც მათ ჩემი გადაწყვეტილება გავაცანი, აღიარეს, რომ ეს საინტერესი იქნებოდა, თუმცა ნაწილმა აღიარა, რომ გამოცდილება არ ჰქონათ, ნაწილი კი ამბობდა, რომ ტრენინგიც კი არ გაუვლიათ ამ თემაზე და  საკუთარი ძალებით კვლევის წარმართვას ვერ შეძლებდნენ. თუმცა  გავითვალისწინე ნატო კაპანაძის და თამილა მიქაუტიძის რჩევები კვლევასთან დაკავშირებით, მათ წინა წელს განახორციელეს კვლევა და მეტი გამოცდილება ჰქონდათ ამ საკითხში. ამის შემდეგ განვსაზღვრე საკვლევი თემა, დავგეგმე კვლევის ნაბიჯები,  გავაანალიზე კვლევის შედეგები, დავიწყე ინტერვენციების გზების ძიება, ვაწყობდი შუალედურ შეხვედრებს მოსწავლეებთან, მშობლებთან და მასწავლებლებთან და ვაანალიზებდი იმ დროისათვის არსებულ ინფორმაციებს.

                                                                                 -8-
პრობლემა აქტუალური იყო არა მარტო ჩვენთვის, არამედ ამ კლასში შემსვლელი სხვა მასწავლებლისთვისაც. ამდენად, კვლევის პროცესში ჩვენი კოლეგები თავადაც იჩენდნენ ინიციატივას, მიეღოთ ინფორმაცია კვლევის მიმდინარეობის შესახებ. საინტერესო იყო მათი მოსაზრებების მოსმენაც. კვლევის, როგორც მიმდინარეობისას, ისე მისი დასრულების შემდეგ კოლეგებიდან ყოველთვის ვღებულობდი უკუკავშირს.
          რაც შეეხება თვითშეფასებას, კვლევის პროცესი საინტერესო იყო, განსაკუთრებით კი როცა მოსწავლეების ინტერვიუებს ვუსმენდით. ასევე აღსანიშნავია ,რომ რაოდენობრივი კვლევის ანგარიშში 11მოსწავლიდან თერთმეტივე მპასუხობს რომ მათ ჩემი კომუნიკაცია  გაკეთილზე აკმაყოფილებთ.
    მათმა პასუხებმა, რომ ,,კლასის მართვა ნაწილობრივ მიჭირს“ მიმახვედრა, რომ ინტერვენციები უნდა განმეხორციელებინა.  ინტერვენციებად დავისახე კლასის მართვის სტრატეგიების პრაქტიკაში დანერგვა.   მაგრამ ერთია, გაეცნო სტრატეგიას, მეორე-განახორციელო და   დანერგო. ეს იმას ნიშნავს ,რომ შეცვალო შენი აქამდე არსებული პედაგოგიური პრაქტიკა. ამან ერთ რამეზეც დამაფიქრა, როცა მოსწავლეს სთხოვ, რომ არ წამოიძახოს, აცალოს მეგობარს საუბარი,( ანუ შეიკავოს იმპულსები)  და ა.შ ქცევის შეცვლა ადვილი სულაც არ არის...  იმ მასწავებლების გაკვეთილზე დასწრებამ , რომელთა გამოცდილების გაზიარება გადავწყვიტე, დამანახა ,რომ მოსწავლის ქცევებზე ზოგჯერ  სწორად არ ვრეაგირებდი, შემემცირებინა ყურადღება ნეგატიურ ქცევებზე, მესწავლებინა, გამომეყენებინა იგნორირება, როგორც უკანასკნელი საშუალება, სწორად შემერჩია განმამტკიცებელი სტიმულები და ა.შ.
    კვლევის პროცესში საინტერესო და სახალისო იყო მოსწავლეებისათვის ურთიერთდაკშვირვება ფარულად და დაკვირვების შედეგების წაკითხვა კლასში. ვფიქრობ, ამან შედეგი გამოიღო, რადგან მოსწავლეები საკუთარ საქციელს მეტად უკვირდებოდნენ და სხვის შეცდომებს აანალიზებდნენ. აღსანიშნავია ის მიგნებებიც, რომ  ღირსების შემლახავი ფრაზების გამოყენება მხოლოდ ჩემი გაკვეთილის პრობლემა კი  არაა, არამედ ამის მიზეზები მოსწავლეთა მენტალობა, ფიზიკური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა,  ზოგიერთთან ოჯახური გარემოა.  ის რომ ეს ქცებები ოჯახური გარემოდან მოდის ამაზე მშობელთა დაგკირვების  დღიურების წარმოებამ მიმახვედრა და  ვფიქრობ, ეს ცალკე   სიღრმისეულ კვლევას საჭიროებს.
    საბოლოო ჯამში მაინც ვფიქრობ, საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა  ჩემს პედაგოგიურ საქმიანობაში მნიშვნელოვანი ნაბიჯია,  იმისდა მიუხედავად, როგორ შეაფასებენ მას ჩემი კოლეგები. ამ ეტაპზე ჩვენი კოლეგებისათვის ღირებულია თითოეული პრაქტიკული მაგალითი უკვე ჩატარებული კვლევებისა. უნდა ავღნიშნოთ ისიც, რომ ჩემი კვლევის შედეგების გაცნობამ კოლეგების დიდ ნაწილში პოზიტიური დამოკიდებულება გამოიწვია,მაგ. რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ცირა ბოლოთაშვილი, მათი უკუკავშირები იყო კონსტრუქტიული და საქმიანი. ამასთან მთხოვეს, რომ უფრო დეტალურად გამეცნო თუ როგორ ჩავატარე კვლევა, რა მეთოდები, ინსტრუმენტები შევქმენი და გამოვიყენე პრობლემის გადასაჭრელად. ჩემი გამოცდილება სიამოვნებით გავუზიარე და მომავალშიც გავუზიარებ სხვებს.





  -9-











                                      8.დანართები


       დანართი-1

კვლევის ანკეტა

ძვირფასობავშვებო!
      კლასის ბაზაზე ვატარებ კვლევას,რომლის მიზანია შევისწავლო რამდენად არის მისაღები თქვენთვის ის მეთოდები ,რომელთაც გაკვეთილზე ვიყენებ, გაკმაყოფილებთ თუ არა ის აქტივობები ,რომელთაც გთავაზობთ, არის თუ არა თქვენი ინტერესები გათვალისწინებული გაკვეთილზე.
მინდა დაგარწმუნოთ, რომ კონფიდენციალობა სრულად იქნება დაცული. ანკეტაში მხოლოდ დახურული კითხვებია შეტანილი ,არსად მოგიწევთ თქვენი გვარსახელის შეტანა.თქვენი გულწრფელი პასუხები დამეხმარება ,რომ უკეთ დავგეგმო გაკვეთილები და გაკვეთილის დაგეგმვისას გავითვალისწინო თქვენი ინტერესები.
            კვლევაში თქვენი მონაწილეობა ნებაყოფლობითია. შეგიძლიათ თქვენთვის არასასურველკითხვას არ უპასუხოთ.
მადლობას გიხდით თანხმობისათვის

განყოფილება A - სასწავლო მეთოდები

1)ჯიქსო-1, დისკუსია, კოგნიტური რუკების შედგენა და სხვა

ა) ძალიან მომწონს,
ბ)ნაწილობრივ მომწონს
გ) არ მომწონს
დ) მიჭირს პასუხის გაცელმა

2) სახალისო აქტივობების რაოდენობა  გაკვეთილზე

ა) უნდა გაიზარდოს
ბ) არ უნდა გაიზარდოს
გ) მიჭირს პასუხის გაცემა





                                                                                      -10-
3) ახალ მასალას როდესაც გაწვდით

ა) ყველაფერს ნათლად და გასაგაებად გვიხსნით
ბ) ნაწილობრივ მიჭირს გაგება და გააზრება
გ)  ვერ ვგებულობ
დ) მიჭირს პასუხის გაცემა


განყოფილება B - კომუნიკაცია  

     1)  გაკვეთილზე

ა)  ჩემთვის საკმარის დროს მითმობთ
ბ) ნაწილობრივ საკმარის ყურადღებას მაქცევთ
გ) საკმარის დროს მითმობთ
დ) დროს საერთოდ არ მითმობთ




განყოფილება C--სასწავლო რესურსები

1.გაკვეთლზე  გამოყენებული  რესურსები

ა) საკმარისია
ბ)  ნაწილობრივ საკმარისია
გ)  არ არის საკმარისი
გ)  მიჭირს პასუხის გაცემა

2.გაკვეთილზე გამოყენებული რესურსი

ა)  მიადვილებს სწავლას
ბ) ნაწილობრივ მიადვილებს სწავლას
გ)  არ მიადვილებს სწავლას
დ) მიჭირს პასუხის გაცემა





განყოფილება D-კლასის მართვა

 1.კლასში დისციპლინის პრობლემა

  ა) საერთოდ არ არის
                                                                                       -11-
  ბ) ნაწილობრივ დისციპლინის პრობლემებია
       გ) კლასის მართვა ძალიან გიჭირთ
       დ) მიჭირს პასუხის გაცემა

2. ჩემს გაკვეთილზე დისციპლინის პრობლემა  რომ შემცირდეს,ყველაზე მეტად რომელი მასწავლებლის გამოცდილება გამომადგება..( შემოხაზეთ 1 ან 2 მასწავლებლის სახელი)
  • თამილა მიქაუტიძე
  • ნინო კეკენაძე
  • თინათინ კოკნაველიძე
  • ნინელი ცაბაძე
  • ნატო კაპანაძე
  • მთვარისა მელაძე

3.შემოხაზეთ  იმ 4 მოსწავლის სახელი რომლებიც ყველაზე ხშირად არ აცლიან სხვა მოსწაველეებს საუბარს
  • აბრამიშვილი ლუკა
  • ბუზალაძე მარიამი
  • ბახტურიძე ალეკო
  • ბოყოველი ალეკო
  • კობახიძე ირაკლი
  • კუტალაძე ირაკლი
  • ყაველაშვილი ზაალი
  • ლაბაძე ლიზი
  • ჭიღლაძე ტარიელ
  • ჭიტაძე რატი
  • ხომასურიძე ელენე



       განყოფილება-E - მოსწავლის ქცევა

      1.ისეთ სიტყვებს, როგორებიცაა  „შენ რა იცი“,,დებილო „,  ,,შტერო“  ,, რა სისულელეს ამბობ“ ვიყენებ:


                                                                              -12-

ა) ძალიან ხშირად
ბ) ხშირად
გ) იშვიათად
დ) არასოდეს
ე) მიჭირს პასუხის გაცემა

      2.  გაკვეთილზე ,როცა მოსწავლე საუბრობს

 ა) ხშირად ვაწყვეტინებ საუბარს
ბ) ხანდახან ვაწყვეტინებ საუბარს
გ) იშვიათად ვაწყვეტინებ საუბარს
დ) არასოდეს ვაწყვეტინებ საუბარს
ე) მიჭირს პასუხის გაცემა

   3. გაკვეთილის მსვლელობასთან დაკავშირებით გამოვხატავ უკმაყოფილებას

    ა) ყოველთვის
    ბ)ხშირად
    გ)იშვიათად
    დ)არასოდეს












დანართი-2   .   მოსწავლეთა რჩევები მასწავლებელს და ერთობლივად მოგვარების გზების ძიება








                                                                                -13-

           დანართი -3 .კლასში შემსვლელ მასწავლებელთა გამოკითხვა-რჩევები
                                                                                         -14-

                                   -15-



რაოდენობრივი კვლევის ანკეტის მონაცემები( ნიმუში)


დანართი-4


სახალისო აქტივობების რაოდენობა გაკვეთილზე






                                                                                              -16-








                                                                              -17-





გამოყენებული ლიტერატურა


  1. http://mastsavlebeli.ge/?p=3527
  2. http://www.tpdc.ge/uploads/banners/martva.pdf
  3. https://docs.google.com/presentation/d/1zL5AOb9MNBqOsmkSdlBFRHcB4Y03YGrnusJcTwYnDgI/edit#slide=id.p35
  4. http://eprints.iliauni.edu.ge/2695/1/Pages%20from%20V.%20Khelisupali%20%20G.%20Goomareli%20N.%20Chitanava.pdf
  5. http://tpdc.gov.ge/uploads/pdf_documents/problemuriqceva.pdf
  6. 1. რობერტჯ. მარზანო (2009) კლასისმართვა, პირველიქართულიგამოცემა, მასწავლებელთაპროფესიულიგანვითარებისცენტრი
  7. 2. იაკუტალაძე (რედ.) (2010) ეფექტიანისწავლება, გამოცდებისეროვნულიცენტრი, კვლევისლაბორატორია.
  8. 3. სასწავლო და პროფესიული გარემო (2011) მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი, თბილისი: გამომცემლობასაქართველოს მაცნე